„გაქცევის მცდელობა გემიდან, რომელიც იძირება“ - პაპუაშვილი ოპოზიციონერის განცხადებაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის დეპუტატი ხათუნა სამნიძე, ცდილობს გაიქცეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული გემიდან, რომელიც იძირება, ხოლო მეორე ნაწილი მის გადარჩენას ცდილობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. სამნიძის თქმით, სტატუსის მონიჭება ძალზე მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ახლა ხელისუფლებაში.

„ხათუნა სამნიძეც... და მისი სხვა კოლეგებიც წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩართული იყვნენ იმაში, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ. სწორედ მათი მცდელობების შედეგი იყო, რომ შარშან, ივნისში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და მაშინ მათი მცდელობები წარმატებული იყო. როგორც ჩანს, ახლა ხედავენ და გრძნობენ, რომ მათი ანტიქართული გემი იძირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ერთი ჯგუფი ცდილობს, რომ ამ გემიდან გაიქცეს, რომელიც იძირება, მეორე ნაწილი ცდილობს, რომ ანტიქართული განწყობების თუ ანტიქართული პოლიტიკის გემი რამენაირად გადაარჩინონ, განმარტა პოლიტიკოსმა.
„ბოლო მცდელობები აქვთ, რომ რამენაირად ჩაშალონ საქართველოს წარმატება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ეს არის მათი რეალური სახე" - დეპუტატმა ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრიობაში დაადანაშაულა>>
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
დეპუტატი: კანდიდატის სტატუსის მოპოვება „რადიკალური ოპოზიციის“ კრახი იქნება>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0