GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / StringerGWP სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს
GWP სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 26 ოქტომბრის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 26 ოქტომბერს დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის II კვარტლის N7-ს მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 26 ოქტომბერს 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში – დიღმის მასივის II, III და VI კვარტლებს, IV კვარტლის N7 კორპუსს, V კვარტლის ნაწილს, მიქელაძის, პაიჭაძის, ჩალაძის, გოგიბერიძისა და ბელიაშვილის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0