მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ, კანადა და ავსტრალია ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას არ უერთდებიან

© AP Photo / Hassan Ammar
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი − Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის ავსტრალია, კანადა და შეერთებული შტატები, მხარს უჭერენ ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ომში „ჰუმანიტარულ პაუზას“, ისინი თავს იკავებენ ცეცხლის შეწყვეტაზე პირდაპირი მოწოდებისგან, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები და არაბული სახელმწიფოების ლიდერები აკეთებენ, წერს BBC.
კანადის თავდაცვის მინისტრ ბილ ბლერის თქმით, მას არანაირი იმედი არ აქვს იმისა, რომ „ტერორისტული ორგანიზაცია საერთაშორისო სამართლის, ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაიმე მოწოდების მიმართ პატივისცემას გამოავლენს“.

„სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ „ჰამასი“ აუცილებლად უნდა განადგურდეს, როგორც საფრთხე არა მარტო ისრაელისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, − განაცხადა მან.

რაც შეეხება აშშ-ს, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ ახლა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის შესაფერისი დრო არ არის.
ავსტრალიაში მიაჩნიათ, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადება აუცილებელია, რათა დახმარების მიწოდება და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხერხდეს. თუმცა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგის თქმით, „იმას, თუ სახელდობრ როგორ ახორციელებს ისრაელი თავდაცვის უფლებას, მნიშვნელობა აქვს“ არა მარტო ისრაელის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილური უსაფრთხოებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0