ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში პირველი ოქრო მოიპოვა

© photo: Sputnik / Stringerვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
2022 წელს აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში 24-26 ოქტომბერს ძიუდოს გრანდ სლემი იმართება. აბუ-დაბიში 77 ქვეყნიდან 454 ძიუდოისტი წარდგება: მამაკაცებში 60 კგ, 66 კგ, 73 კგ, 81 კგ, 90 კგ, 100 კგ და +100 კგ. ქალებში: 48 კგ-მდე, 52 კგ, 57 კგ, 63 კგ, 70 კგ, 78 კგ და +78 კგ.
ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების სამი წევრი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი და ალეკო კასრაძე (ორივე – 66 კგ) გამოვიდნენ.
მარგველაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში უზბეკ ტილოლოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
2022 წელს აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) გახდნენ, სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) ვერცხლის მედალი აიღო, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ბრინჯაოსი.
ყველა ახალი ამბავი
0