წითელი ხალები: როგორ ამოვიცნოთ, რატომ ჩნდება და რომელი ორგანოს პრობლემებზე მეტყველებს

© unsplash/Matthew Moloneyხალები ქალის სხეულზე
ხალები ქალის სხეულზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. თანამედროვე სამყაროში ადამიანებმა განსაკუთრებით დაიწყეს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და, შესაბამისად, ისინი შიშით აკვირდებიან კანზე ახალი წარმონაქმნების გაჩენას, ყველაზე ხშირად მათ ე.წ. წითელი ხალები, ანუ ანგიომები აშინებთ, აცხადებენ დერმატოლოგები.
თუმცა, მათი თქმით, იმას, რასაც ადამიანი ხშირად წითელ ხალად აღიქვამს, შესაძლოა სულაც არაფერი ჰქონდეს საერთო ხალთან. უბრალოდ, არსებობს ისეთი წარმონაქმნები, რომლებიც იოლად შეიძლება აგვერიოს ანგიომაში.

„ზოგჯერ ეს უბრალოდ სისხლძარღვოვანი დარღვევა, ანუ ზედმეტად დაჭიმული მიკროკაპილარული კალაპოტის გამოვლინებაა. სახის კანზე ისინი მირკოკუპეროზს — სისხლძარღვოვან წერტილებს ჰგავს, ხოლო სხეულზე — კაპილარულ „ვარსკვლავებს“, — განმარტავენ ექიმები.

გარდა ამისა, წითელი წარმონაქმნები შესაძლოა ალერგიული რეაქციაც იყოს. ასეთ შემთხვევაში ჩნდება წვრილი წერტილები, რომლებზე თითის დაჭერის შემდეგაც თეთრი ლაქა რჩება, წერტილები კი უხილავი ხდება.
ამასთან ანგიომა კერებად კი არ ჩნდება, არამედ თანდათან — ჯერ ერთი-ორი, შემდეგ კი სულ უფრო და უფრო მეტი.
სპეციალისტების თქმით, წითელი ხალების წარმოქმნას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად:
ღვიძლის პრობლემები — რაზეც პირველ რიგში უნდა გამახვილდეს ყურადღება;
ნაღველის შეგუბება — ეს ყველაზე ხშირი მიზეზია;
ტოქსიკური გარემო — მძიმე ლითონები თუ ვირუსულ ინფექციები;
ანტიდეპრესანტებისა და ჰორმონალური პრეპარატების მიღება.
გარდა ჯანმრთელობისა, ანგიომები ბევრს, მით უმეტეს, ქალებს ესთეტიკურ პრობლემებსაც უქმნის. ასეთ დროს შეგიძლიათ ლაზერული ქირურგიის ნებისმიერ მეთოდს მიმართოთ და უსიამოვნო ცვლილებები აღკვეთოთ. თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც ანგიომის ზომისა და ადგილმდებარეობის შესაბამისად შეგირჩევთ ოპერაციის მეთოდს.
ყველა ახალი ამბავი
0