https://sputnik-georgia.com/20231024/rustavis-baga-barebsi-salva-amonasviltan-ertad-axali-proeqti-iwyeba-283606752.html
რუსთავის ბაგა-ბაღებში მეცნიერ შალვა ამონაშვილთან ერთად ახალი პროექტი იწყება
რუსთავის ბაგა-ბაღებში მეცნიერ შალვა ამონაშვილთან ერთად ახალი პროექტი იწყება
Sputnik საქართველო
პროგრამის განხორციელების პროცესში მერიისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფიც ჩაერთვება. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T16:57+0400
2023-10-24T16:57+0400
2023-10-24T21:58+0400
განათლება საქართველოში
რუსთავი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283600727_538:399:2014:1229_1920x0_80_0_0_1ab606bf81f63beb57fa7696207e3cd7.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის მერია აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად ბაგა-ბაღებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, რუსთავის მერია ბაგა-ბაღებში მოზარდის განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდიკის დანერგვაზე მუშაობს. კერძოდ, პროექტი „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში" ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება. როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავის მერიასა და „შალვა ამონაშვილის აკადემიას" შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს შალვა ამონაშვილი პირადად უხელმძღვანელებს. პედაგოგიკასა და ბავშვთა ფსიქოლოგიაში ტრენინგ-კურსებს რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართული 700 თანამშრომელი გაივლის.
რუსთავი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283600727_675:403:1959:1366_1920x0_80_0_0_b8ddd27cd0106f2b07cf1bcca41eb98c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , რუსთავი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
განათლება საქართველოში , რუსთავი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
რუსთავის ბაგა-ბაღებში მეცნიერ შალვა ამონაშვილთან ერთად ახალი პროექტი იწყება
16:57 24.10.2023 (განახლებულია: 21:58 24.10.2023) პროგრამის განხორციელების პროცესში მერიისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფიც ჩაერთვება.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის მერია აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად ბაგა-ბაღებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, რუსთავის მერია ბაგა-ბაღებში მოზარდის განვითარებაზე ორიენტირებული მეთოდიკის დანერგვაზე მუშაობს. კერძოდ, პროექტი „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში" ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავის მერიასა და „შალვა ამონაშვილის აკადემიას" შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდება.
„რუსთავში ჩვენ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. დღევანდელი მემორანდუმი ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლებას და სკოლამდელი განვითარების მიმართულებით სრულიად ახალი მიდგომების დანერგვას ემსახურება", – განაცხადა რუსთავის მერმა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს შალვა ამონაშვილი პირადად უხელმძღვანელებს. პედაგოგიკასა და ბავშვთა ფსიქოლოგიაში ტრენინგ-კურსებს რუსთავის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართული 700 თანამშრომელი გაივლის.