https://sputnik-georgia.com/20231024/ramdeni-eleqtroenergia-moixmares-saqartvelosi-monacemebi-283592619.html
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი – 8,8 მლრდ კვტ/სთ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T12:24+0400
2023-10-24T12:24+0400
2023-10-24T19:29+0400
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/06/247520635_0:83:1001:646_1920x0_80_0_0_7e0654b7804483feb8cca473d64d7786.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7,6%-ით შემცირდა და 10,3 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში. საანგარიშო პერიოდში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია დაახლოებით 11,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 1,9%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-სექტემბერში. გამომუშავებული ენერგიის უმეტესი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 8,8 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2,3 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 66,34 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველომ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა. ოპერატორის ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ექსპორტი გაიზარდა 51,2%-ით და 1,5 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი – 1,3 მლრდ კვტ/სთ, მთელი ექსპორტის 88,8% თურქეთში გაიტანეს. საქართველომ 2023 წლის დასაწყისიდან ექსპორტზე ელექტროენერგიის რეკორდული მოცულობა გაიტანა>>საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე ასევე გაიტანა აზერბაიჯანში – 86,17 მლნ კვტ/სთ, სომხეთში – 78,46 მლნ კვტ/სთ და რუსეთში – 0,18 მლნ კვტ/სთ. გარდა ამისა, იანვარ-სექტემბერში საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოიტანა 601,07 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია. კერძოდ, რუსეთიდან – 597,8 მლნ კვტ/სთ და აზერბაიჯანიდან – 3,27 მლნ კვტ/სთ. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. რამდენით გაიზარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება>>მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 3,8%-ით მეტი იყო. საკუთარმა გამომუშავებამ 14,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/06/247520635_0:0:861:646_1920x0_80_0_0_e5badf03f7613539cae0a776555c93ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
12:24 24.10.2023 (განახლებულია: 19:29 24.10.2023) გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი – 8,8 მლრდ კვტ/სთ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7,6%-ით შემცირდა და 10,3 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია დაახლოებით 11,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 1,9%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-სექტემბერში.
გამომუშავებული ენერგიის უმეტესი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის – 8,8 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2,3 მლრდ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა კი 66,34 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველომ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
ოპერატორის ცნობით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ექსპორტი გაიზარდა 51,2%-ით და 1,5 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი – 1,3 მლრდ კვტ/სთ, მთელი ექსპორტის 88,8% თურქეთში გაიტანეს.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე ასევე გაიტანა აზერბაიჯანში – 86,17 მლნ კვტ/სთ, სომხეთში – 78,46 მლნ კვტ/სთ და რუსეთში – 0,18 მლნ კვტ/სთ.
გარდა ამისა, იანვარ-სექტემბერში საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოიტანა 601,07 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია. კერძოდ, რუსეთიდან – 597,8 მლნ კვტ/სთ და აზერბაიჯანიდან – 3,27 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,8 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 3,8%-ით მეტი იყო. საკუთარმა გამომუშავებამ 14,2 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.