https://sputnik-georgia.com/20231024/evrokavsiris-wevrobis-kandidatis-statusi-qartvelma-opozicionerebma-dumbaze-gaakritikes-283588721.html
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: ქართველმა ოპოზიციონერებმა დუმბაძე გააკრიტიკეს
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: ქართველმა ოპოზიციონერებმა დუმბაძე გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
დუმბაძის განცხადება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს არ მოეწონათ. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T11:03+0400
2023-10-24T11:03+0400
2023-10-24T17:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279768548_0:40:1512:892_1920x0_80_0_0_37455c3776a8739214fbb3cea87384b2.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ქვეყანას ეს სტატუსი ჰაერივით სჭირდება, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.პოლიტიკური გაერთიანების „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. მისი თქმით, თუ საქართველო მიიღებს სტატუსს, ეს „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას 2030 წლამდე გახანგრძლივებს, რაც „კატასტროფა იქნება“.დუმბაძის განცხადება გააკრიტიკა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმაც, რომელიც წარმოადგენს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.საქართველო სტატუსის მოლოდინში2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279768548_336:28:1512:910_1920x0_80_0_0_b232ae2d4e4a25e68517ea562ce1c77f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: ქართველმა ოპოზიციონერებმა დუმბაძე გააკრიტიკეს
11:03 24.10.2023 (განახლებულია: 17:09 24.10.2023) დუმბაძის განცხადება ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს არ მოეწონათ.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ქვეყანას ეს სტატუსი ჰაერივით სჭირდება, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
პოლიტიკური გაერთიანების „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. მისი თქმით, თუ საქართველო მიიღებს სტატუსს, ეს „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას 2030 წლამდე გახანგრძლივებს, რაც „კატასტროფა იქნება“.
„ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს... ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ეს სტატუსი ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ უკეთესი პენსია, უკეთესი სამუშაო, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება. ქვეყანამ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ნადირაძემ.
დუმბაძის განცხადება გააკრიტიკა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმაც, რომელიც წარმოადგენს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.
„რას ნიშნავს „საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს"?! ეს საერთოდ რა ლაპარაკია?! კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ეს ქვეყანა და ეს ხალხი. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან და ხელისუფლებას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ და არ უნდა გადავაყოლოთ ამ ქვეყნის 30-წლიანი პერსპექტივა. ასეთი ადამიანები, მავნებლები, შეუერთდნენ „ოცნებას", – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.