მოსაზრება: მოსკოვი და ვაშინგტონი, ბოლოს და ბოლოს, რაღაცაზე თანხმდებიან

© AP Photo / Susan Walshჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
ვლადიმირ კორნილოვი
„ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ბატონ ბაიდენს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც აბსოლუტურად ვეთანხმებით მის ნათქვამს", — განაცხადა ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ბოლო წლებში ჩვენ მართლაც იშვიათად გვსმენია სიტყვები კრემლსა და თეთრ სახლს შორის სრული თანხმობის შესახებ. და ახლა ეს შესაძლებლობა დადგა.
მანამდე ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიის დონორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე ენის ბორძიკით, მაგრამ მაინც ღიად გამოაცხადა ფრაზა: „ჩვენ ახალი მსოფლიო წესრიგი გვჭირდება“.
მოითმინეთ, დასავლეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთსა და ჩინეთს „არსებული მსოფლიო წესრიგის დანგრევის“ მცდელობაში არ ადანაშაულებდა?! ჩვენს წინააღმდეგ სანქციები სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა გასულ წელს განაცხადა, რომ ასეთი ზომების დახმარებით ის არსებულ მსოფლიო წესრიგს რუსეთის ხელყოფისგან დაიცავს.
გასული წლის გაზაფხულზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოში მთელი გამოსვლა იმ წესრიგის დაცვის აუცილებლობას მიუძღვნა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა.

„ჩვენი მიზანია უბრალოდ დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაცოცხლოთ ეს წესრიგი", — განაცხადა მან საზეიმოდ.

და რამდენი ძალისხმევა დახარჯა ლიბერალურმა მედიამ იმისთვის, რომ თეთრი სახლის მიერ არსებული მსოფლიო წესრიგის შეცვლის განზრახვები უარეყო. მაგალითად, გაზეთმა USA Today-მ რამდენჯერმე გამოაქვეყნა მასალები, რომლებშიც კატეგორიულად უარყოფდა „შეთქმულების თეორიებს“ ბაიდენის ასეთი გეგმების შესახებ. გაზეთი ჯერ კიდევ გასული წლის მარტში წერდა: „ბაიდენმა ნამდვილად ახსენა „ახალი მსოფლიო წესრიგი“, მაგრამ ის საერთაშორისო ცვლილებებს აღწერდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად, შეთქმულების თეორიას კი არ ადასტურებდა მსოფლიო ბატონობის შესახებ“.
გამოცემამ მსგავსი არგუმენტები შედარებით ცოტა ხნის წინ გაიმეორა, თვე-ნახევრის წინ. ახლა კი ბაიდენი ღიად აცხადებს თავის გეგმებს, რითაც თითქოს ამ განცხადებებს უარყოფს.
ყველას ესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ახლა არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ თავისი აზრები და, მით უმეტეს, ღრმა სტრატეგიები ნათლად ჩამოაყალიბოს. მისი სიტყვების გასაგებად უნდა მოუსმინოთ მათ, ვინც მას სიტყვებსა და გეგმებს უწერს. ამ შემთხვევაში ჯობს ბლინკენის გამოსვლას მივმართოთ, რომელიც მან გასულ თვეში წარმოთქვა. მასში ის ცალსახად აცხადებს ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის დასასრულსა და ახლის დაწყებას, რომელიც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით აიგება. ბაიდენმა ახლა დაადასტურა, რომ ეს მისი ადმინისტრაციის ოფიციალური კურსია.
ეს განცხადებები მაშინვე აიტაცეს ლიბერალურმა მედიამ და პოლიტიკოსებმა, რომლებიც ბაიდენს ეფერებიან. პირველი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იყო. მარტო მისი სტატიის სათაური რად ღირს: „ბაიდენი მართალია. ამერიკა არის დედამიწის უკანასკნელი, საუკეთესო იმედი თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ბოროტების უწყვეტობის წინააღმდეგ“.
უინსტონ ჩერჩილის ადეპტი ჯონსონი, რომელიც კონცეფცია „გლობალური ბრიტანეთის“ ავტორიცაა, იძულებულია თავის სტატიაში აღიაროს, რომ მის ქვეყანას აღარ შეუძლია მსოფლიო ჰეგემონის როლის შესრულება, ამიტომ ის თავაზიანად უთმობს ამ ადგილს შეერთებულ შტატებს.
განმარტება უკიდურესად ნათელია და მთლიანად ჯონსონის სულისკვეთებაშია: „მირჩევნია აშშ იყოს ლიდერი, ვიდრე რომელიმე სხვა ამჟამინდელი კანდიდატი (რომელშიც ის ჩინეთსა და ინდოეთს გულისხმობდა). სასიამოვნო იყო მოსმენა, როგორ გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ლიდერობა. მოდით, დავეხმაროთ სწორ გუნდს გამარჯვებაში“.
აი აქ კი აღარ ვეთანხმებით ვაშინგტონს, როგორც ეს დმიტრი პესკოვმაც განაცხადა. ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე საუბრით რუსეთის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა კურსი მრავალპოლარული სამყაროს მიღწევისკენ. რაშიც სრული გაგება ვნახეთ ჩინეთის მხრიდან.
ბაიდენი, ბლინკენი, ჯონსონი და ახალი მსოფლიო წესრიგის სხვა თვითგამოცხადებული იდეოლოგები ცდილობენ თავს მოგვახვიონ კონცეფცია, რომელიც ჯერ კიდევ რადიარდ კიპლინგმა აღწერა თავის ლექსში „თეთრი კაცის ტვირთი": რომ ველურები უნდა მართო, და არც კი უნდა იფიქროთ, რომ მათ თავისუფლებაზე საუბრით ყურადღება გადაიტანოთ.
რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მიხეევმა აბსოლუტურად ზუსტად აღწერა ეს კონცეფცია: „დასავლური ელიტა მსოფლიოს ერთპიროვნულ კონტროლს გვთავაზობს. ამბობენ, ყველას ჩვენ გმართავთ, თქვენ კი ბედნიერები უნდა იყოთ ამით. ამასთან ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დაგყოფთ უმაღლესი, პირველი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ ხარისხის მოქალაქეებადო“.
მაგრამ ეს ხომ სწორედ ის მსოფლიოა, რომელიც აღარავის აწყობს?! აქედანაა ასეთი წინააღმდეგობაც, რომ ვაშინგტონი რუსეთს მსოფლიო წესრიგის შეცვლაში ადანაშაულებს, იმავდროულად კი იგივეს მოითხოვს. როგორც რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი წერდა, „აშშ-ს არ შეუძლია უხელმძღვანელოს ახალ მსოფლიოს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მთელი ძალით ცდილობს შეინარჩუნოს ძველი“.
ამრიგად, შეგვიძლია დავაფიქსიროთ: ვაშინგტონი დიდი ხნის განმავლობაში ჯიუტად ებღაუჭებოდა ძველ მსოფლიო წესრიგს, ადანაშაულებდა რა რუსეთსა და ჩინეთს მის განადგურებაში. მაგრამ ახლა გააცნობიერა, რომ მისი შენარჩუნება შეუძლებელია, და ამაზე, ბოლოს და ბოლოს, შევთანხმდით. თუმცა, ბაიდენის გუნდმა ვერ გაიგო ჰენრი კისინჯერის გაფრთხილება, რომ „ვერცერთი ქვეყანა, რომელიც მარტო მოქმედებს, ვერ შეძლებს მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას“.
სანამ მოსკოვი და პეკინი გლობალურ სამხრეთს თავის მხარეს იზიდავენ და ერთობლივად აყალიბებენ მომავლის სახეს, ვაშინგტონი კვლავ ცდილობს ნეოკოლონიალური „თეთრი კაცის ტვირთი“ მოიგდოს მხრებზე, გულუბრყვილოდ იღებს რა ბორის ჯონსონის მსგავსი „მოღრუტუნეების“ აღტაცებას კოლექტიურ შემოქმედებად. მაგრამ ეს მიდგომა რომ მუშაობდეს, მასზე უარს ხომ აზრი აღარ ექნებოდა?!
წყარო: „რია ნოვოსტი“
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0