https://sputnik-georgia.com/20231024/afetqeba-vazisubansi-ert-erti-dasavebuli-klinikasi-gardaicvala-283587750.html
აფეთქება ვაზისუბანში - ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა
აფეთქება ვაზისუბანში - ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T00:26+0400
2023-10-24T00:26+0400
2023-10-24T00:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ხანძრები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262842412_0:230:3078:1961_1920x0_80_0_0_efbd36422216b8cdd2b747cb9c37ce7f.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული შუა ხნის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.აფეთქება ვაზისუბანში ორშაბათს, 23 ოქტომბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამას ხანძარი მოყვა. ცეცხლმა კიდევ რამდენიმე ბინა დააზიანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.ტელეარხის ინფორმაციით, თავდაპირველად სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.როგორც თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, ოჯახებს, რომელთა ბინებიც დაზიანდა და სადაც ცხოვრება შეუძლებელია, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.აფეთქების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც მცხოვრებლები აცხადებენ, კვირას კორპუსს გეგმური სამუშაოების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა.მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262842412_239:0:2970:2048_1920x0_80_0_0_49a7341ecd0ab365b2e6201240817a00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ხანძრები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ხანძრები საქართველოში
აფეთქება ვაზისუბანში - ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა
დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული შუა ხნის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
აფეთქება ვაზისუბანში ორშაბათს, 23 ოქტომბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამას ხანძარი მოყვა. ცეცხლმა კიდევ რამდენიმე ბინა დააზიანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ტელეარხის ინფორმაციით, თავდაპირველად სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.
დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, ოჯახებს, რომელთა ბინებიც დაზიანდა და სადაც ცხოვრება შეუძლებელია, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.
აფეთქების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც მცხოვრებლები აცხადებენ, კვირას კორპუსს გეგმური სამუშაოების გამო გაზმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა.
„ჩემი ინფორმაციით, სრულად ინფორმირებულები იყვნენ, როდის მოხდებოდა გაზის გათიშვა-ჩართვა. 15:00 საათზე ჩაირთო გაზი გაფრთხილების შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად ამ ბინაში რა მოხდა, ამის თქმა არ შემიძლია“, - განაცხადა ლაბუჩიძემ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.