ვაზისუბანში გაზის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2023
გამოწერა
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
შემთხვევა ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში დღეს მოხდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0