თბილისში, ვაზისუბნის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2023
გამოწერა
ამ დროისათვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არა ვინმე სახლში.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ამ დროისათვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არა ვინმე სახლში.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წყარო - „პირველი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0