საქართველოს ოქროს ხანა: საინტერესო ფაქტები დიდებული წარსულიდან
14:25 23.10.2023 (განახლებულია: 17:39 23.10.2023)
© Courtesy of Sakdrisi Committee
© Courtesy of Sakdrisi Committee
გამოწერა
XII–XIII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში ნამდვილი ოქროს ხანა იდგა და ჩვენი ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა.
ეს იყო ეპოქა, როდესაც სამხედრო, ფინანსური და კულტურული თვალსაზრისით საქართველო გამორჩეული ქვეყანა იყო კონტინენტზე.
ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ საქართველოს ოქროს ხანის შესახებ.
XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს ტერიტორია დაახლოებით 300 ათასი კვადრატული კილომეტრი იყო (ვასალების ჩათვლით — დაახლოებით 600 ათასი კვ.კმ) და ამ მონაცემით ევროპის კონტინენტზე მესამე ქვეყანა გახლდათ. ხოლო მას შემდეგ, რაც 1202 წელს ბიზანტიის იმპერია დაიშალა, ჩვენი ქვეყანა ტერიტორიით მხოლოდ საღვთო რომის იმპერიას ჩამორჩებოდა.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რომის იმპერია გერმანიის, ბურგუნდიის, იტალიისა და ჩეხეთის სამეფოების კონგლომერატი იყო და არა ერთეროვნული სახელმწიფო.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რომის იმპერია გერმანიის, ბურგუნდიის, იტალიისა და ჩეხეთის სამეფოების კონგლომერატი იყო და არა ერთეროვნული სახელმწიფო.
XII−XIII საუკუნეთა მიჯნაზე მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 400-450 მლნ კაცს შეადგენდა. აქედან ევროპის მცხოვრებთა რაოდენობა 60-75 მლნ ადამიანი იყო.
ამ დროს საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 5,4 მლნ იყო (ვასალების ჩათვლით 12 მლნ). ამ მონაცემით საქართველო ევროპაში მხოლოდ საღვთო რომის იმპერიას ჩამოუვარდებოდა და საფრანგეთთან მეორე–მესამე ადგილს იყოფდა.
ამ დროს საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 5,4 მლნ იყო (ვასალების ჩათვლით 12 მლნ). ამ მონაცემით საქართველო ევროპაში მხოლოდ საღვთო რომის იმპერიას ჩამოუვარდებოდა და საფრანგეთთან მეორე–მესამე ადგილს იყოფდა.
იმ დროს თბილისს 100.000-დან 130.000-მდე მცხოვრები ჰყავდა. საქართველოს დედაქალაქი ევროპაში სიდიდით მეორე ქალაქი იყო და მხოლოდ კონსტანტინოპოლს ჩამოუვარდებოდა.
საქართველო იყო ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა — 257 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე.
საქართველო იყო ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა — 257 ადამიანი ერთ კვადრატულ კილომეტრზე.
საქართველოს სამხედრო ძალა იყო ევროპის უძლიერესი არმია სიდიდით, რაოდენობით, ხარისხით, აღჭურვილობითა და გაწვრთნილობით. საქართველოს ჰქონდა 90 ათასიდან 100 ათასამდე მეომრის გამოყვანის პოტენციალი — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ათი ოჯახიდან ერთი მებრძოლი გავიდოდა.
და ეს მაშინ, როდესაც:
და ეს მაშინ, როდესაც:
საქართველოზე ბევრად დიდ საღვთო რომის იპერიას ძალიან უჭირდა 50 ათასზე მეტი მეომრის შეკრება;
ინგლისი ომის შემთხვევაში ძლივს აგროვებდა 10 ათას ადამიანს;
ხოლო საფრანგეთის ლაშქარი იშვიათად სცდებოდა 30 ათასს.
ცნობილია, რომ თამარსა და ლაშა-გიორგისაც ბრძოლის ველზე არაერთხელ გაუყვანიათ 90 ათასიანი ლაშქარი. უფრო მეტიც, საქართველოს ერთგვარი მსოფლიო რეკორდიც კი ეკუთვნის ერთ ბრძოლაში მონაწილე რაინდების რაოდენობით. ლაშა-გიორგიმ მონღოლების წინააღმდეგ 30 ათასი რაინდი გაიყვანა.
გარდა ამისა:
ქართველი მეფე დავით აღმაშენებლი იყო ევროპაში ერთ-ერთი პირველი მონარქი, რომელმაც სამეფო გვარდია, ანუ მონასპა შექმნა. საქართველომდე ეს იდეა მხოლოდ ბიზანტიამ განახორციელა.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა აიკრძალა. ამასთან თამარ მეფემ აკრძალა პატიმრების წამებაც, რაც ასევე აბსოლუტურად უპრეცედენტო ფაქტი იყო. ერთადერთი ადამიანი, ვინც მისი მეფობის დროს ფიზიკურად დაისაჯა, იყო მოღალატე გუზან ტაოელი. დავით სოსლანმა, იცოდა რა მონარქი მეუღლის სულგრძელობის ამბავი, ურჩ ერისთავს მანამ დასთხარა თვალები, სანამ თამარი გუზანის დატყვევებას შეიტყობდა.
პარლამენტარიზმის იდეა პირველად საქართველოში დაიბადა, როდესაც თამარ მეფის ეპოქაში ყუთლუ-არსლანის პოლიტიკურმა დასმა „კარვის“ დაარსება მოითხოვა.
თუ მაშინდელ ფრანკებში გადავიყვანთ, ყმადნაფიცი ქვეყნების ჩაუთვლელად, საკუთრივ საქართველოს ყოველწლიური ფულადი შემოსავალი 3.750.000 ოქროს ფრანკს უდრიდა. საუბარია მხოლოდ ფულად შემოსავლებზე, აქ არ იანგარიშება სამხედრო ნაალაფარის (იარაღი, ცხენები, თვალ-მარგალიტი) ღირებულება.
რაც ყველაზე საინტერესოა:
რაც ყველაზე საინტერესოა:
იმ ეპოქაში მცირე აზიის (იკონიის სასულთნო და დაშლილი ბიზანტიის სამეფოები ერთად აღებული) შემოსავალი 2.475.000-ს, ხოლო ერაყისა — 2.250.000 ფრანკის ღირებულების დინარს შეადგენდა.
1300 წელს ინგლისის მეფის შემოსავალი აღწევდა 4.000.000 ოქროს ფრანკს, ხოლო 1311 წელს საფრანგეთის შემოსავალი 3.000.000 ფრანკს არ აღემატებოდა.
სამეფო ხაზინაში შესული თანხებიდან და სამხედრო ალაფიდან „ნაათალი“, ანუ 10% გაიცემოდა უპოვრებზე, ქვრივ-ობლებსა და ხეიბრებზე. ასეთი „სოციალური პოლიტიკით“ ვერცერთი მაშინდელი ევროპელი მონარქი ვერ დაიტრაბახებდა.
ჩვენმა ქვეყანამ არა მარტო პოლიტიკური და სოციალური, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც უმაღლეს საფეხურს იტალიამდე 2-3 საუკუნით ადრე მიაღწია და რენესანსის ეპოქა დაიწყო. რომ არა მონღოლთა ურდოების შემოსევა, ბუნებრივია, ქართულ ოქროს ხანას ლოგიკური გაგრძელება ექნებოდა.
ჩვენმა ქვეყანამ არა მარტო პოლიტიკური და სოციალური, არამედ კულტურული თვალსაზრისითაც უმაღლეს საფეხურს იტალიამდე 2-3 საუკუნით ადრე მიაღწია და რენესანსის ეპოქა დაიწყო. რომ არა მონღოლთა ურდოების შემოსევა, ბუნებრივია, ქართულ ოქროს ხანას ლოგიკური გაგრძელება ექნებოდა.