https://sputnik-georgia.com/20231023/ruset-ukrainis-konfliqti-283563322.html
მოსაზრება: დასავლეთი ხვდება, რომ უკრაინა ყირიმსა და დონბასს ვეღარ დაიბრუნებს
მოსაზრება: დასავლეთი ხვდება, რომ უკრაინა ყირიმსა და დონბასს ვეღარ დაიბრუნებს
Sputnik საქართველო
ვლადიმირ კორნილოვი 23.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-23T15:18+0400
2023-10-23T15:18+0400
2023-10-23T19:25+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24779/06/247790646_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_d8a7d97015609a992978c7a27b6400fd.jpg
ვლადიმირ კორნილოვიაშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წყალობით უკრაინა დასავლური პრესის გვერდებს დაუბრუნდა. თორემ 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი აფეთქდა, ეს გეოგრაფიული ტერმინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთლიანად გაქრა მსოფლიო მედიიდან. თვით The New York Times გახდა იძულებული ევარაუდა, რომ „უკრაინის მხარდაჭერამ პიკი გადალახა“ და ახლა მხოლოდ დაღმასვლისკენ წავა.მაგრამ გასულ პარასკევს ბაიდენმა ამერიკელ ერს მიმართა, რომელშიც მან უხეში პარალელები გაავლო რუსეთსა და მოძრაობას „ჰამასს“ შორის. და ბევრმა დასავლელმა მიმომხილველმა და ანალიტიკოსმა მაშინვე დაიწყო ხანდაზმული „თავისუფალი სამყაროს ლიდერისთვის“ მიმღერება, არწმუნებდა რა საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა.განსაკუთრებით გამოირჩნენ კიევის რეჟიმის ცნობილი ევროპელი ლობისტები − ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ფერადი რევოლუციების ფრანგი მომღერალი ბერნარ-ჰენრი ლევი. მათ ორ ენაზე ერთობლივი სტატიაც კი დაწერეს, რომლითაც საზოგადოებას არწმუნებდნენ, დასავლეთმა ერთდროულად უნდა დაუჭიროს მხარი ისრაელს და უკრაინასო.ორივე სკანდალისტის თემაში ჩაძირვის სიღრმეზე აშკარად მოწმობს ის ფაქტი, რომ ისინი გულმოდგინედ ცდილობდნენ სიტყვა „ავდეევკის“ თქმას, მაგრამ ინგლისურ ვერსიაში, გაზეთ The Daily Telegraph-ში ამან „ავდიივკის“ ფორმა მიიღო, ფრანგული ვერსიაში კი Le Figaro-ს გვერდებზე − „ანდიივკად“ დაიწერა.ბორის ჯონსონი უფრო შორს წავიდა და ეს თემა საკუთარ სვეტში განაგრძო Daily Mail-ის გვერდებზე. მან მოუწოდა მთელ მსოფლიოს, გაჰყვნენ ბაიდენის ბრძნულ მითითებებს, რადგან „ყველა ადამიანურ ორგანიზაციას სჭირდება ლიდერი“.მნიშვნელოვანია, რომ ჯონსონმა ეს სვეტი მას შემდეგ დაწერა, რაც The New European Magazine-მა მას გარეკანი მიუძღვნა კატეგორიაში „წლის სირცხვილი - 2023”.ასეთი სტატიები დასავლურ პრესაში მრავლად გამოქვეყნდა. მაგრამ საყურადღებოა საინტერესო ტენდენცია, რომელიც ახალ დასავლურ მასალებში გაჩნდა უკრაინის შესახებ: უეცრად ბევრმა მათგანმა, ვინც ჯერ კიდევ გუშინ მოუწოდა „რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებისა" და „უკრაინის 1991 წლის საზღვრებში აღდგენისკენ“, მოულოდნელად კონფლიქტის დიპლომატიურ გადაჭრასა და მოსკოვთან დათმობებზეც კი დაიწყო საუბარი. ცოტა ხნის წინ ამის წარმოდგენა რთული იყო!ვლადიმირ პუტინმა, რომელიც სიტყვით გამოვიდა პეკინში, ასევე გაამახვილა ყურადღება ამ ტენდენციაზე:აი ერთი მაგალითი: გაზეთ „ტაიმსში“ ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა (The Daily Telegraph-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა) და სამხედრო ისტორიკოსმა მაქს ჰასტინგსმა სტატია დაწერა ჯონსონის მსგავსი მოწოდებით: „მსოფლიოს არ შეუძლია უფლება მისცეს თავს, რომ უკრაინით დაიღალოს“. და ზოგადად იმავეზე წერს: „თუ პუტინს მიეცემა საშუალება, რომ უკრაინაში გაიმარჯვოს, <…> ჩვენი ყველა დემოკრატიის ფასი იქნება ისტორიული და ტრაგიკული“.მაგრამ მოულოდნელად ავტორი აყალიბებს პასაჟს, რომლის წარმოდგენაც მისგან სულ რამდენიმე თვის წინ ძნელი იქნებოდა: „საზოგადოებრივი სიმპათიის შესანარჩუნებლად სულ უფრო და უფრო საჭირო ხდება ომის დასაჯერებელი შედეგის ჩამოყალიბება ფუჭი მანტრების ნაცვლად იმის შესახებ, რომ ომი მანამ უნდა გააგრძელდეს, სანამ ოკუპირებული მიწის ყოველი იარდი კიევს არ დაუბრუნდება. <...> რაც უნდა თქვან „ქორებმა“, ყირიმისა და აღმოსავლეთ დონბასის გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა. პოლიტიკური ნებაც რომ იყოს, იქ სამხედრო საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად არ არის და არც იქნება“.თუ დასავლური მეინსტრიმული გაზეთების ავტორებმა უკვე დაიწყეს რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიების უკრაინაში დაბრუნების არარეალურობის აღიარება, ეს არის კიდეც „ტრანსფორმაცია სწორი მიმართულებით“. მით უმეტეს, რომ ასეთი პუბლიკაციები სულ უფრო ხშირდება. „უკრაინისგან დაღლის" თემაზე The Los Angeles Times-ის სარედაქციო სვეტიც კი უკვე უშვებს „რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე“ წასვლას.ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ჟურნალ The Nation-ის გამომცემელი კატრინა ვანდენ ჰუველი თვლის, რომ ბაიდენის გუნდი თანდათან უნდა დაემორჩილოს უკრაინის საკითხზე „საზოგადოებრივი ტემპერატურის“ შეცვლას. ავტორი ასკვნის: „ადმინისტრაციამ დიპლომატიურად უნდა იმუშაოს, რათა უკრაინის აგონია კი არ გაახანგრძლივოს, არამედ დაასრულოს“.იგი ჯგუფ Eurasia-ს ბოლო კვლევას ეყრდნობა (რომელსაც რუსოფილიაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ), რომელმაც დაადგინა, რომ ამერიკელების 58 პროცენტს უკვე სჯერა, რომ თეთრმა სახლმა უკრაინის კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ უნდა წაახალისოს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ზოგიერთმა მათგანმა, ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, ეს ასე ახსნა: „რუსეთის მოთხოვნები უკრაინის ტერიტორიაზე ლეგიტიმურია და მან არ უნდა გადაუხვიოს თავისი მიზნებიდან“. გაითვალისწინეთ, რომ ამერიკელების ხუთი პროცენტი უკვე ასე ფიქრობს!„უკრაინისგან დაღლა“ თანდათანობით „რუსეთზე გამარჯვების“ შესახებ დასავლური ოცნების აუსრულებლობის გაგებაში ტრანსფორმირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გაგება უკვე ელიტებშია გავრცელებული − ბაიდენის გამოსვლა ამის ნათელი დასტურია. მაგრამ კიევის სამხედრო ავანტიურების დაფინანსების გაგრძელების შესახებ საუბრის ფონზეც კი უფრო და უფრო ხშირად ჩნდება რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების აუცილებლობის იდეა. „ტრანსფორმაცია სწორი მიმართულებით“ მხოლოდ ახლა იწყება.წყარო: „რია ნოვოსტი“რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24779/06/247790646_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_fe1f2a4e636c665b9f0b98b3fbe31961.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წყალობით უკრაინა დასავლური პრესის გვერდებს დაუბრუნდა. თორემ 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ახლო აღმოსავლეთი აფეთქდა, ეს გეოგრაფიული ტერმინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთლიანად გაქრა მსოფლიო მედიიდან. თვით The New York Times გახდა იძულებული ევარაუდა, რომ „უკრაინის მხარდაჭერამ პიკი გადალახა“ და ახლა მხოლოდ დაღმასვლისკენ წავა.
მაგრამ გასულ პარასკევს ბაიდენმა ამერიკელ ერს მიმართა, რომელშიც მან უხეში პარალელები გაავლო რუსეთსა და მოძრაობას „ჰამასს“ შორის. და ბევრმა დასავლელმა მიმომხილველმა და ანალიტიკოსმა მაშინვე დაიწყო ხანდაზმული „თავისუფალი სამყაროს ლიდერისთვის“ მიმღერება, არწმუნებდა რა საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა.
განსაკუთრებით გამოირჩნენ კიევის რეჟიმის ცნობილი ევროპელი ლობისტები − ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ფერადი რევოლუციების ფრანგი მომღერალი ბერნარ-ჰენრი ლევი. მათ ორ ენაზე ერთობლივი სტატიაც კი დაწერეს, რომლითაც საზოგადოებას არწმუნებდნენ, დასავლეთმა ერთდროულად უნდა დაუჭიროს მხარი ისრაელს და უკრაინასო.
ორივე სკანდალისტის თემაში ჩაძირვის სიღრმეზე აშკარად მოწმობს ის ფაქტი, რომ ისინი გულმოდგინედ ცდილობდნენ სიტყვა „ავდეევკის“ თქმას, მაგრამ ინგლისურ ვერსიაში, გაზეთ The Daily Telegraph-ში ამან „ავდიივკის“ ფორმა მიიღო, ფრანგული ვერსიაში კი Le Figaro-ს გვერდებზე − „ანდიივკად“ დაიწერა.
ბორის ჯონსონი უფრო შორს წავიდა და ეს თემა საკუთარ სვეტში განაგრძო Daily Mail-ის გვერდებზე. მან მოუწოდა მთელ მსოფლიოს, გაჰყვნენ ბაიდენის ბრძნულ მითითებებს, რადგან „ყველა ადამიანურ ორგანიზაციას სჭირდება ლიდერი“.
მნიშვნელოვანია, რომ ჯონსონმა ეს სვეტი მას შემდეგ დაწერა, რაც The New European Magazine-მა მას გარეკანი მიუძღვნა კატეგორიაში „წლის სირცხვილი - 2023”.
ასეთი სტატიები დასავლურ პრესაში მრავლად გამოქვეყნდა. მაგრამ საყურადღებოა საინტერესო ტენდენცია, რომელიც ახალ დასავლურ მასალებში გაჩნდა უკრაინის შესახებ: უეცრად ბევრმა მათგანმა, ვინც ჯერ კიდევ გუშინ მოუწოდა „რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებისა" და „უკრაინის 1991 წლის საზღვრებში აღდგენისკენ“, მოულოდნელად კონფლიქტის დიპლომატიურ გადაჭრასა და მოსკოვთან დათმობებზეც კი დაიწყო საუბარი. ცოტა ხნის წინ ამის წარმოდგენა რთული იყო!
ვლადიმირ პუტინმა, რომელიც სიტყვით გამოვიდა პეკინში, ასევე გაამახვილა ყურადღება ამ ტენდენციაზე:
„პასუხისმგებელი პირები, რომლებიც საგარეო პოლიტიკის მიმართულებას ზედამხედველობენ და რომლებიც სულ ახლახან რუსეთის ბრძოლის ველზე სტრატეგიული დამარცხების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ, ახლა უკვე სხვა ხმაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს პრობლემები მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ეს სწორი ტრანსფორმაციაა. ეს არის ტრანსფორმაცია სწორი მიმართულებით <…> და მე ამისთვის შეგაქებთ“.
აი ერთი მაგალითი: გაზეთ „ტაიმსში“ ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა (The Daily Telegraph-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა) და სამხედრო ისტორიკოსმა მაქს ჰასტინგსმა სტატია დაწერა ჯონსონის მსგავსი მოწოდებით: „მსოფლიოს არ შეუძლია უფლება მისცეს თავს, რომ უკრაინით დაიღალოს“. და ზოგადად იმავეზე წერს: „თუ პუტინს მიეცემა საშუალება, რომ უკრაინაში გაიმარჯვოს, <…> ჩვენი ყველა დემოკრატიის ფასი იქნება ისტორიული და ტრაგიკული“.
მაგრამ მოულოდნელად ავტორი აყალიბებს პასაჟს, რომლის წარმოდგენაც მისგან სულ რამდენიმე თვის წინ ძნელი იქნებოდა: „საზოგადოებრივი სიმპათიის შესანარჩუნებლად სულ უფრო და უფრო საჭირო ხდება ომის დასაჯერებელი შედეგის ჩამოყალიბება ფუჭი მანტრების ნაცვლად იმის შესახებ, რომ ომი მანამ უნდა გააგრძელდეს, სანამ ოკუპირებული მიწის ყოველი იარდი კიევს არ დაუბრუნდება. <...> რაც უნდა თქვან „ქორებმა“, ყირიმისა და აღმოსავლეთ დონბასის გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა. პოლიტიკური ნებაც რომ იყოს, იქ სამხედრო საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად არ არის და არც იქნება“.
თუ დასავლური მეინსტრიმული გაზეთების ავტორებმა უკვე დაიწყეს რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიების უკრაინაში დაბრუნების არარეალურობის აღიარება, ეს არის კიდეც „ტრანსფორმაცია სწორი მიმართულებით“. მით უმეტეს, რომ ასეთი პუბლიკაციები სულ უფრო ხშირდება. „უკრაინისგან დაღლის" თემაზე The Los Angeles Times-ის სარედაქციო სვეტიც კი უკვე უშვებს „რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე“ წასვლას.
ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ჟურნალ The Nation-ის გამომცემელი კატრინა ვანდენ ჰუველი თვლის, რომ ბაიდენის გუნდი თანდათან უნდა დაემორჩილოს უკრაინის საკითხზე „საზოგადოებრივი ტემპერატურის“ შეცვლას. ავტორი ასკვნის: „ადმინისტრაციამ დიპლომატიურად უნდა იმუშაოს, რათა უკრაინის აგონია კი არ გაახანგრძლივოს, არამედ დაასრულოს“.
იგი ჯგუფ Eurasia-ს ბოლო კვლევას ეყრდნობა (რომელსაც რუსოფილიაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ), რომელმაც დაადგინა, რომ ამერიკელების 58 პროცენტს უკვე სჯერა, რომ თეთრმა სახლმა უკრაინის კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ უნდა წაახალისოს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ზოგიერთმა მათგანმა, ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, ეს ასე ახსნა: „რუსეთის მოთხოვნები უკრაინის ტერიტორიაზე ლეგიტიმურია და მან არ უნდა გადაუხვიოს თავისი მიზნებიდან“. გაითვალისწინეთ, რომ ამერიკელების ხუთი პროცენტი უკვე ასე ფიქრობს!
„უკრაინისგან დაღლა“ თანდათანობით „რუსეთზე გამარჯვების“ შესახებ დასავლური ოცნების აუსრულებლობის გაგებაში ტრანსფორმირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გაგება უკვე ელიტებშია გავრცელებული − ბაიდენის გამოსვლა ამის ნათელი დასტურია. მაგრამ კიევის სამხედრო ავანტიურების დაფინანსების გაგრძელების შესახებ საუბრის ფონზეც კი უფრო და უფრო ხშირად ჩნდება რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების აუცილებლობის იდეა. „ტრანსფორმაცია სწორი მიმართულებით“ მხოლოდ ახლა იწყება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე