https://sputnik-georgia.com/20231023/msoflios-uxnesi-zarli-cisartyelaze-gafrinda-283576906.html
გინესის რეკორდსმენი ბობი: მსოფლიოს უხნესი ძაღლი „ცისარტყელაზე გაფრინდა“ - ფოტო
გინესის რეკორდსმენი ბობი: მსოფლიოს უხნესი ძაღლი „ცისარტყელაზე გაფრინდა“ - ფოტო
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. მსოფლიოს უხნესი ძაღლი, სახელად ბობი, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, მოკვდა. ამის... 23.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-23T16:50+0400
2023-10-23T16:50+0400
2023-10-24T08:24+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ცხოველთა დაცვა
პორტუგალია
გინესის რეკორდების წიგნი
ძაღლის ჯანმრთელობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283576559_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_8e59c959a7adab3d3f014f8652113fa3.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. მსოფლიოს უხნესი ძაღლი, სახელად ბობი, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, მოკვდა. ამის შესახებ, Guinness World records-ის გარდა, ვეტერინარი კარენ ბეკერიც წერს სოციალურ ქსელში, რომელიც ბობის მკურნალობდა.გავრცელებული ცნობით, პორტუგალიის სოფელ კონკეიროსში მცხოვრები ბობი 21 ოქტომბერს „გაფრინდა ცისარტყელაზე“, როდესაც ის 31 წლისა და 165 დღის იყო.მისი თქმით, მანამდე ბობის პატრონ ლეონელს ჰკითხა, რა იყო მისი ძაღლის უპრეცედენტო დღეგრძელობის საიდუმლო, რაზეც მან მიუგო: „ბობიმ იცის, რომ ის ძალიან გვიყვარს“.მანამდე, 2023 წლის 2 თებერვალს ბობი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ყველაზე ხნიერი ძაღლი ისტორიაში. მისი ასაკი ვეტერინარულმა კლინიკამ დაადასტურა, რომელსაც 1992 წელს აქვს დარეგისტრირებული ბობის დაბადება.გარდა ამისა, ბობის ასაკი შეამოწმა შინაური ცხოველების ბაზა SIAC-მაც, რომელიც პორტუგალიის მთავრობის მიერაა ავტორიზებული და ვეტერინართა ეროვნული კავშირი მართავს.ლეონელის ცნობით, მის მშობლებს ბობისა და მასთან ერთად დაბადებული სამი ლეკვის თავიდან მოშორება უნდოდათ, მაგრამ შეშის გროვაში (სადაც ისინი დაიბადნენ) ბობი ვერ შენიშნეს. სამაგიეროდ ის ლეონელმა და მისმა ძმებმა იპოვეს, თუმცა მშობლებს არ გაუმხილეს და ჩუმად ზრდიდნენ. ბოლოს და ბოლოს, მშობლებმა შვილების საიდუმლო შეიტყვეს, მაგრამ მისი თავიდან მოშორება უკვე გვიანი იყო − ბობი ოჯახის წევრად ქცეულიყო.
პორტუგალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/17/283576559_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_05c450d4f88e9d8bcf5939ef9b89bdce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ცხოველთა დაცვა, პორტუგალია, გინესის რეკორდების წიგნი, ძაღლის ჯანმრთელობა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ცხოველთა დაცვა, პორტუგალია, გინესის რეკორდების წიგნი, ძაღლის ჯანმრთელობა
თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. მსოფლიოს უხნესი ძაღლი, სახელად ბობი, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, მოკვდა. ამის შესახებ, Guinness World records-ის გარდა, ვეტერინარი კარენ ბეკერიც წერს სოციალურ ქსელში, რომელიც ბობის მკურნალობდა.
გავრცელებული ცნობით, პორტუგალიის სოფელ კონკეიროსში მცხოვრები ბობი 21 ოქტომბერს „გაფრინდა ცისარტყელაზე“, როდესაც ის 31 წლისა და 165 დღის იყო.
„წუხელ ამ ტკბილმა ბიჭმა ფრთები გამოისხა. მიუხედავად იმისა, რომ მან ისტორიაში ყველა ძაღლზე მეტხანს იცოცხლა, მის მიერ დედამიწაზე გატარებული 11.478 დღე არასდროს იქნება საკმარისი მათთვის, ვისაც ის უყვარდა. <...> ბობი, შენ ასწავლე სამყაროს ყველაფერი, რის სწავლებასაც არ აპირებდი“, − დაწერა ექიმმა.
მისი თქმით, მანამდე ბობის პატრონ ლეონელს ჰკითხა, რა იყო მისი ძაღლის უპრეცედენტო დღეგრძელობის საიდუმლო, რაზეც მან მიუგო: „ბობიმ იცის, რომ ის ძალიან გვიყვარს“.
მანამდე, 2023 წლის 2 თებერვალს ბობი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ყველაზე ხნიერი ძაღლი ისტორიაში. მისი ასაკი ვეტერინარულმა კლინიკამ დაადასტურა, რომელსაც 1992 წელს აქვს დარეგისტრირებული ბობის დაბადება.
გარდა ამისა, ბობის ასაკი შეამოწმა შინაური ცხოველების ბაზა SIAC-მაც, რომელიც პორტუგალიის მთავრობის მიერაა ავტორიზებული და ვეტერინართა ეროვნული კავშირი მართავს.
ლეონელის ცნობით, მის მშობლებს ბობისა და მასთან ერთად დაბადებული სამი ლეკვის თავიდან მოშორება უნდოდათ, მაგრამ შეშის გროვაში (სადაც ისინი დაიბადნენ) ბობი ვერ შენიშნეს. სამაგიეროდ ის ლეონელმა და მისმა ძმებმა იპოვეს, თუმცა მშობლებს არ გაუმხილეს და ჩუმად ზრდიდნენ. ბოლოს და ბოლოს, მშობლებმა შვილების საიდუმლო შეიტყვეს, მაგრამ მისი თავიდან მოშორება უკვე გვიანი იყო − ბობი ოჯახის წევრად ქცეულიყო.