https://sputnik-georgia.com/20231023/icxak-hercogi-hamasis-boevikebs-qimiuri-iararis-instruqcia-hqondat-283551110.html
იცხაკ ჰერცოგი: ჰამასის ბოევიკებს ქიმიური იარაღის ინსტრუქცია აღმოვუჩინეთ - ვიდეო
იცხაკ ჰერცოგი: ჰამასის ბოევიკებს ქიმიური იარაღის ინსტრუქცია აღმოვუჩინეთ - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ბოევიკებს, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ქიმიური იარაღის დამზადების ინსტრუქცია... 23.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-23T11:24+0400
2023-10-23T11:24+0400
2023-10-23T16:24+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პოლიტიკა
პალესტინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269560912_0:0:2135:1202_1920x0_80_0_0_9b3ff2679f4345431bd9960bd70c038c.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ბოევიკებს, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ქიმიური იარაღის დამზადების ინსტრუქცია ჰქონდათ, განუცხადა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა გამოცემა Sky News-ს.ჰერცოგმა გამოცემას ის დოკუმენტები და დიაგრამები აჩვენა, რომლებიც ცაჰალის წევრებმა კიბუც ბეერიში მოკლულ ბოევიკს აღმოუჩინეს.ისრაელის პრეზიდენტის ინფორმაციით, საუბარია „ალ-ქაიდას“ 2003 წლის სახელმძღვანელოზე, რაც იმას ადასტურებს, რომ „საქმე გვაქვს ისლამურ სახელმწიფოსთან, ალ-ქაიდასთან და ჰამასთან“.მისი განმარტებით, ამ სახელმძღვანელოში არის ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დამზადდეს ქიმიური იარაღი სხვადასხვა ქიმიკატებით.როგორც Skay-News წერს, გამოცემას არ შეუძლია თავად გადაამოწმოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ისრაელის პრეზიდენტის განცხადება. თუმცა იქვე წერს, რომ სახელმძღვანელო ბრიტანელ ექსპერტს გადაუგზავნეს შესასწავლად, რომელმაც დაადასტურა, რომ სახელმძღვანელოში ნამდვილადაა ჩამოთვლილი ის ინგრედიენტები, რომლებითაც „საიმედო ქიმიური იარაღის შექმნაა შესაძლებელი“.
პალესტინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/12/269560912_0:0:2135:1602_1920x0_80_0_0_13c2ff05ef4ec51e3247830486a672b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, პალესტინა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, პალესტინა
თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინური რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ბოევიკებს, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ქიმიური იარაღის დამზადების ინსტრუქცია ჰქონდათ, განუცხადა ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა გამოცემა Sky News-ს.
ჰერცოგმა გამოცემას ის დოკუმენტები და დიაგრამები აჩვენა, რომლებიც ცაჰალის წევრებმა კიბუც ბეერიში მოკლულ ბოევიკს აღმოუჩინეს.
ისრაელის პრეზიდენტის ინფორმაციით, საუბარია „ალ-ქაიდას“ 2003 წლის სახელმძღვანელოზე, რაც იმას ადასტურებს, რომ „საქმე გვაქვს ისლამურ სახელმწიფოსთან, ალ-ქაიდასთან და ჰამასთან“.
მისი განმარტებით, ამ სახელმძღვანელოში არის ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დამზადდეს ქიმიური იარაღი სხვადასხვა ქიმიკატებით.
„ჰამასის“ ტერორისტის ჯიბეში აღმოჩენილი USB-მეხსიერება ადასტურებს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ციანიდის გამოყენებას გეგმავდა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ამას ალ-ქაიდა აკეთებდა“, − წერს იცხაკ ჰერცოგი საკუთარ X-აკაუნტზე.
როგორც Skay-News წერს, გამოცემას არ შეუძლია თავად გადაამოწმოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ისრაელის პრეზიდენტის განცხადება. თუმცა იქვე წერს, რომ სახელმძღვანელო ბრიტანელ ექსპერტს გადაუგზავნეს შესასწავლად, რომელმაც დაადასტურა, რომ სახელმძღვანელოში ნამდვილადაა ჩამოთვლილი ის ინგრედიენტები, რომლებითაც „საიმედო ქიმიური იარაღის შექმნაა შესაძლებელი“.