https://sputnik-georgia.com/20231023/dori-ipodromze-semodgomis-tasis-turniri-gaimarteba-283548994.html
დოღი ლისზე: იპოდრომზე შემოდგმის თასის ტურნირი გაიმართება
დოღი ლისზე: იპოდრომზე შემოდგმის თასის ტურნირი გაიმართება
Sputnik საქართველო
შეჯიბრება ლისის ტბასთან მდებარე იპოდრომზე გაიმართება. 23.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-23T10:42+0400
2023-10-23T10:42+0400
2023-10-23T16:17+0400
სპორტი
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266060397_0:237:3067:1962_1920x0_80_0_0_99c799adc9adb21e2c8881c3cb2be66f.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. შემოდგომის თასის ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვაში თბილისში, ლისის ტბასთან მდებარე იპოდრომზე 28-29 ოქტომბერს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ტურნირი 14:00 საათზე დაიწყება. მისი მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ცხენოსნობის ისტორია საქართველოში მეცხენეობა და ცხენოსნობა საქართველოში უძველესი დროიდან იყო განვითარებული. დოღს საინტერესო ისტორია გააჩნია. რბოლა ტარდებოდა მაღალმთიანეთში – ხევსურეთში, თუშეთში, ფშავში, მთიულეთში, ასევე სამეგრელოსა და აფხაზეთში მიცვალებულის სახელზე, საეკლესიო და ხალხური დღესასწაულების დროს. ტრადიციულად, დოღში ცხენების კენტი რაოდენობა მონაწილეობდა – 5-დან 35-მდე. ცხენებზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ, უწნავდნენ ფაფარს და ნაწნავებში ფერად ძაფებს ურთავდნენ. მონაწილეთაგან უნაგირი მხოლოდ ერთ ცხენს ჰქონდა – რომელიც მიცვალებულის სახელზე იყო ნაკურთხი. დოღის გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემდნენ იარაღს, პირუტყვს, ტანსაცმელს და ა.შ. ამჟამად დოღი ადგილობრივ დღესასწაულებზე მაღალმთიან რაიონებში ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266060397_295:248:2694:2047_1920x0_80_0_0_651ac4df880d6073458f251159175c4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება
სპორტი, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება
დოღი ლისზე: იპოდრომზე შემოდგმის თასის ტურნირი გაიმართება
10:42 23.10.2023 (განახლებულია: 16:17 23.10.2023) შეჯიბრება ლისის ტბასთან მდებარე იპოდრომზე გაიმართება.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. შემოდგომის თასის ტურნირი დაბრკოლებათა გადალახვაში თბილისში, ლისის ტბასთან მდებარე იპოდრომზე 28-29 ოქტომბერს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ტურნირი 14:00 საათზე დაიწყება. მისი მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ცხენოსნობის ისტორია საქართველოში
მეცხენეობა და ცხენოსნობა საქართველოში უძველესი დროიდან იყო განვითარებული. დოღს საინტერესო ისტორია გააჩნია. რბოლა ტარდებოდა მაღალმთიანეთში – ხევსურეთში, თუშეთში, ფშავში, მთიულეთში, ასევე სამეგრელოსა და აფხაზეთში მიცვალებულის სახელზე, საეკლესიო და ხალხური დღესასწაულების დროს.
ტრადიციულად, დოღში ცხენების კენტი რაოდენობა მონაწილეობდა – 5-დან 35-მდე. ცხენებზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ, უწნავდნენ ფაფარს და ნაწნავებში ფერად ძაფებს ურთავდნენ. მონაწილეთაგან უნაგირი მხოლოდ ერთ ცხენს ჰქონდა – რომელიც მიცვალებულის სახელზე იყო ნაკურთხი. დოღის გამარჯვებულს საჩუქრად გადასცემდნენ იარაღს, პირუტყვს, ტანსაცმელს და ა.შ.
ამჟამად დოღი ადგილობრივ დღესასწაულებზე მაღალმთიან რაიონებში ტარდება.