რომელ მანქანებს ყიდის ქვეყანა: სტატისტიკა შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები პარკინგზე
ავტომობილები პარკინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2023
გამოწერა
ავტომობილების რეექსპორტი 2023 წლის მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით 90,6%-ით შემცირდა
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე საქართველომ 52.100 ავტომობილის რეექსპორტი განახორციელა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
ამასთან, ავტომობილების რეექსპორტი 2023 წლის მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით 90,6%-ით შემცირდა და 3.497 ავტომობილს გაუტოლდა. შედარებისთვის: 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველომ საზღვარგარეთ 27.384 ავტომობილი გაყიდა.
ავტომობილების მთლიანი რეექსპორტის 98%-ზე მეტი არის მსუბუქი მანქანები. ცხრა თვეში ქვეყანამ უცხოეთში 59.001 ავტომობილი გაყიდა.
აიკრძალა ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში >>
ასევე, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 3 სპორტული ავტომობილი, 170 სპეციალიზებული ავტომობილი, 306 სატვირთო მანქანა, 88 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 68 ავტობუსი და მიკროავტობუსი, 229 მისაბმელი და 235 მოტოციკლი.
საქართველოდან ექსპორტირებულ ავტომობილებს შორის ყველაზე პოპულარული ბრენდებია Toyota, KIA და Lexus.
ყველა ახალი ამბავი
0