https://sputnik-georgia.com/20231022/katolikos-patriarqis-natluli-dres-kidev-atasamde-bavsvi-gaxda-283535540.html
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ ათასამდე ბავშვი გახდა
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ ათასამდე ბავშვი გახდა
Sputnik საქართველო
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. 22.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-22T19:55+0400
2023-10-22T19:55+0400
2023-10-22T20:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23462/98/234629815_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_7d57b65d3f1d6ce177eed78defec9011.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში რიგით 68-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული კიდევ 883 ბავშვი გახდა. ამ დროისათვის პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.ნათლისღების ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შესრულდა, უწმინდესმა მღვდელმთავრებთან ერთად დალოცა ნათლულები.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23462/98/234629815_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_2917c74c4a80cec12c094bdd1b095057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ ათასამდე ბავშვი გახდა
19:55 22.10.2023 (განახლებულია: 20:58 22.10.2023) პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში რიგით 68-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლული კიდევ 883 ბავშვი გახდა. ამ დროისათვის პატრიარქს 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
ნათლისღების ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შესრულდა, უწმინდესმა მღვდელმთავრებთან ერთად დალოცა ნათლულები.
„ძალიან დიდი ბედნიერების განცდაა, რომ უყურებ ამ ბავშვების ნათლობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ბავშვები წლების მერე გაიზრდებიან და საოცარი ურთიერთობა და მეგობრობა ექნებათ, რაც დღეს ჩვენ გვაკლია ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლავს ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.