https://sputnik-georgia.com/20231022/gudaursi-ori-axali-sabagiro-asendeba-283534201.html
გუდაურში ორი ახალი საბაგირო აშენდება
გუდაურში ორი ახალი საბაგირო აშენდება
Sputnik საქართველო
სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია Doppelmayer ახორციელებს. 22.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-22T16:55+0400
2023-10-22T16:55+0400
2023-10-22T16:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810191_291:591:2775:1988_1920x0_80_0_0_2b62a263fe8f7798d58924cf6347cc20.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სათხილამურო კურორტი გუდაური 2023-2024 წლების ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება - დამსვენებლებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი მოემსახურება, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.საბაგიროები იქნება ექვადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ. „ბაბლი“, 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა - 1800-2400 ადამიანი საათში. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია Doppelmayer ახორციელებს.მისი თქმით, საბაგიროების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც კანადური კომპანია Ecodesign-ის მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება სასრიალო არეალს, არსებული 70 კმ ტრასას დაემატება 6 კილომეტრი, რაც ვიზიტორებისთვის სრულიად ახალ სასრიალო სივრცეს შექმნის.სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ წარმატებით უმასპინძლა „ბაკურიანი 2023-ს“ და მსოფლიო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა.პირველად ისტორიაში: საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს>>2023 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ გუდაური და ბაკურიანი ზამთრის სპორტის სახეობების საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIS) მიიღო.2023–2024 წლების ზამთრის სეზონში ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო თასის მასპინძლები, FIS-ის კალენდარში უკვე აღნიშნულია.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოვანესია როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810191_1119:679:2943:2047_1920x0_80_0_0_501a6a2b4e3e20706050d76a7b148295.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ზამთრის კურორტები , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
გუდაურში ორი ახალი საბაგირო აშენდება
სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია Doppelmayer ახორციელებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სათხილამურო კურორტი გუდაური 2023-2024 წლების ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება - დამსვენებლებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი მოემსახურება, იტყობინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.
საბაგიროები იქნება ექვადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ. „ბაბლი“, 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა - 1800-2400 ადამიანი საათში. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია Doppelmayer ახორციელებს.
„ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ახალ გუდაურში, სავარძლის ტიპის 2 ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტის სერვისებს, რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებასა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“, - განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.
მისი თქმით, საბაგიროების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც კანადური კომპანია Ecodesign-ის მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება სასრიალო არეალს, არსებული 70 კმ ტრასას დაემატება 6 კილომეტრი, რაც ვიზიტორებისთვის სრულიად ახალ სასრიალო სივრცეს შექმნის.
სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ წარმატებით უმასპინძლა „ბაკურიანი 2023-ს“ და მსოფლიო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა.
2023 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ გუდაური და ბაკურიანი ზამთრის სპორტის სახეობების საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIS) მიიღო.
2023–2024 წლების ზამთრის სეზონში ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო თასის მასპინძლები, FIS-ის კალენდარში უკვე აღნიშნულია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი უმნიშვნელოვანესია როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.