ქართველი პოლიტიკოსები საზოგადოებას სპექტაკლს აყურებინებენ - ბურჯანაძე

© photo: Sputnik / Stringerნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2023
გამოწერა
ქვეყანაში მთავარი თემები უკანა პლანზე გადავიდა, მიაჩნია საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერს
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ ქმნიან საკუთარი დღის წესრიგს და აიძულებენ საზოგადოებას სპექტაკლის ყურებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ამ კვირაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩააგდო. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ ვერ დაარწმუნა ოპოზიცია პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების აუცილებლობაში კონსტიტუციის დარღვევის გამო.
„მათ პოლიტიკა მოკლეს და საზოგადოებას სპექტაკლს აყურებინებენ, სადაც ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი კოლეგები ჩაერთნენ. იმპიჩმენტის პროცესი კომედია არ არის, მაგრამ შეიძლება, დრამა იყოს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია აღარ ქმნის საკუთარ დღის წესრიგს.
„ფაქტი არის ერთი, რომ ქვეყანაში ძირითადი თემები უკანა ფონზე არის გადაწეულია. ოპოზიცია არ ქმნის საკუთარ დღის წესრიგს, ისინი "ქართული ოცნების" მიერ შექმნილ დღის წესრიგს მიყვებიან“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალ დონეზე საუბრობენ. ამ დროისთვის მთავარი ბრძოლა მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მიმდინარეობს.
გამოკითხვების მიხედვით, მხოლოდ ამ პარტიებს აქვთ შანსი გადალახონ გამსვლელი ბარიერი 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, თეორიული შანსები კიდევ სამ-ოთხ პარტიას აქვს.
და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რეიტინგებით მნიშვნელოვნად უსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას“, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების გარანტია არ აქვს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
ყველა ახალი ამბავი
0