https://sputnik-georgia.com/20231021/mtawmindis-parkm-arvinis-festivals-umaspinzla-283525999.html
მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა
მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა
Sputnik საქართველო
ფესტივალის სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა სტილის ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. 21.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-21T20:27+0400
2023-10-21T20:27+0400
2023-10-22T01:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23169/81/231698146_0:24:1500:868_1920x0_80_0_0_467d1185a1f6b958b6da192cd8dcb74e.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, მთაწმინდის პარკში, ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ღონისძიებაზე, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, ძირითადად, დამწყები მარნები იყო წარმოდგენილი.წელს ფესტივალზე 40-მდე ღვინის მწარმოებლის პროდუქცია იყო წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან.ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა სტილის ღვინოები, მიეღოთ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, მისი უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა.„მცირე მარნების სეგმენტი, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება. დღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს, რაც იზიდავს ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს“, -აღნიშნა მეხუზლამ.სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მცირე მარნების განვითრების გარეშე, ქართული მეღვინეობის განვითარება წარმოუდგენელია.„მისასალმებელია, რომ მცირე მარნები ვითარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა. ფესტივალი რომ დიდ ინტერესს იწვევს, ამაზე როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა. თავდაპირველად მასში 20-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23169/81/231698146_117:0:1450:1000_1920x0_80_0_0_8c74956ad7b835fd6d2183a97013ddb4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო
მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა
20:27 21.10.2023 (განახლებულია: 01:28 22.10.2023) ფესტივალის სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა სტილის ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, მთაწმინდის პარკში, ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, ძირითადად, დამწყები მარნები იყო წარმოდგენილი.
წელს ფესტივალზე 40-მდე ღვინის მწარმოებლის პროდუქცია იყო წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა სტილის ღვინოები, მიეღოთ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.
„ფესტივალში მონაწილეობა მარნებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს მიეცეს მათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, მისი უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა.
„მცირე მარნების სეგმენტი, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება. დღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს, რაც იზიდავს ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს“, -აღნიშნა მეხუზლამ.
სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მცირე მარნების განვითრების გარეშე, ქართული მეღვინეობის განვითარება წარმოუდგენელია.
„მისასალმებელია, რომ მცირე მარნები ვითარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა. ფესტივალი რომ დიდ ინტერესს იწვევს, ამაზე როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა. თავდაპირველად მასში 20-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა.