Georgian Airways-მა 30 წლის იუბილე აღნიშნა

© photo: Sputnik / Stringer Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი
 Airzena Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2023
გამოწერა
1999 წელს ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი გახდა.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ავიაკომპანია Georgian Airways-მა 30 წლის იუბილე აღნიშნა, კომპანიის თანამშრომლებს ეს დღე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიულოცა.
ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ავიაკომპანიის დამსახურებაზე საქართველოს ეროვნული ავიაციის განვითარების, მათ შორის, კვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით.
„სასიხარულოა, რომ ავიაციის რთულ დარგში ჩვენ გვყავს ფლაგმანი კომპანია, რომელსაც ოპერირების 30 წლის ისტორია აქვს. ამ პერიოდში კომპანიამ ბევრი ქარტეხილი გამოიარა, მაგრამ მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო დამსახურებაზე, რომელიც ავიაკომპანიას აქვს ქართული ავიაციის განვითარების კუთხით. საქართველოში ავიაციის სექტორში დასაქმებული პროფესიონალების უმრავლესობას პროფესიული გამოცდილება სწორედ „ჯორჯიან ეარვეისში" აქვს მიღებული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, კომპანიამ ამ წლების განმავლობაში 570-ზე მეტი სპეციალისტი - მფრინავი, ინჟინერი, ტექნიკოსი მოამზადა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქართული ავიაციის სფერო სრული აღდგენის პროცესს წარმატებით გადის. მისი თქმით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა.
ავიაკომპანია Georgian Airways (Airzena) 1993 წლის სექტემბერში შეიქმნა. 1999 წელს ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი გახდა. Georgian Airways-ის ფლოტი მოიცავს Boeing 737-ის და CRJ-ის ტიპის საშუალომაგისტრალურ თვითმფრინავებს. ავიაკომპანიის ძირითადი ბაზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილია.
ყველა ახალი ამბავი
0