https://sputnik-georgia.com/20231021/-------283519403.html
თბილისში მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა
თბილისში მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე 2 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი 160 ქალი მეწარმის მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქტი 21.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-21T13:33+0400
2023-10-21T13:33+0400
2023-10-21T15:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
„ექსპო-ჯორჯია" expo georgia
საზოგადოება
კულტურა საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/63/245586359_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_ba306bd8814f8a3da2fce52f68f7bae7.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში 21 და 22 ოქტომბერს ქალი მეწარმეების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.გამოფენის მიზანია ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაცია საქართველოში. ღონისძიება უნდა დაეხმაროს ქალ მეწარმეებს ბაზრებზე წვდომის მოპოვებაში, საინტერესო საქმიანი კავშირების და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებაში.ღონისძიებაზე 2 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი 160 ქალი მეწარმის მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქტი, რომელთა შორისაც დამთვალიერებელი იხილავს:გამოფენაზე საბავშვო სივრცეც არის მოწყობილი, სადაც პატარებს ანიმატორები გაართობენ. ქალი მეწარმეები ბავშვებს შესთავაზებენ სხვადასხვა აქტივობებს - ორცხობილების მოხატვას, სენსორულ თამაშებს, სახის მოხატვას და სხვა გასართობ აქტივობებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/63/245586359_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_4f9bcc95852ab1bbfb7f766833363f8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, „ექსპო-ჯორჯია" expo georgia, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, „ექსპო-ჯორჯია" expo georgia, საზოგადოება, კულტურა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
თბილისში მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა
13:33 21.10.2023 (განახლებულია: 15:50 21.10.2023) ღონისძიებაზე 2 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი 160 ქალი მეწარმის მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქტი
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში 21 და 22 ოქტომბერს ქალი მეწარმეების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენის მიზანია ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაცია საქართველოში. ღონისძიება უნდა დაეხმაროს ქალ მეწარმეებს ბაზრებზე წვდომის მოპოვებაში, საინტერესო საქმიანი კავშირების და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებაში.
ღონისძიებაზე 2 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი 160 ქალი მეწარმის მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქტი, რომელთა შორისაც დამთვალიერებელი იხილავს:
ადგილობრივ, ნატურალურ და უგემრიელეს საკვებ პროდუქტებს;
ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს;
თავის მოვლის საშუალებებს;
ხელნაკეთ საბავშვო სათამაშოებსა და სხვა მრავალ უნიკალურ და საინტერესო პროდუქციას.
გამოფენაზე საბავშვო სივრცეც არის მოწყობილი, სადაც პატარებს ანიმატორები გაართობენ. ქალი მეწარმეები ბავშვებს შესთავაზებენ სხვადასხვა აქტივობებს - ორცხობილების მოხატვას, სენსორულ თამაშებს, სახის მოხატვას და სხვა გასართობ აქტივობებს.