საქართველოში უქმეებზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

© photo: Sputnik / Stringerლისის ტბის ტერიტორია
ლისის ტბის ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. 23 ოქტომბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 22-24 გრადუსი დაფიქსირდება.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 25-27 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 21-22 ოქტომბერს თბილი და მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 26-28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) მზიანი ამინდია ნავარაუდევი, 21-22 ოქტომბერს ჰაერი პლუს 23-25 გრადუსამდე გათბება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) შაბათ-კვირას დღისით პლუს 20-22 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
სინოპტიკოსები 21-22 ოქტომბერს ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) პლუს 23-25 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.
უქმეებზე კახეთშიც (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა პლუს 22-24 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 21-22 ოქტომბერს დღისით პლუს 21-23 გრადუსი სითბო იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) შაბათ-კვირას ჰაერი 16-18 გრადუსამდე გათბება.
ყველა ახალი ამბავი
0