https://sputnik-georgia.com/20231020/sagranto-konkursi-iustiiissaministrosi-283504974.html
იუსტიციის სამინისტრომ ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა: განაცხადების მიღება დაწყებულია
იუსტიციის სამინისტრომ ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა: განაცხადების მიღება დაწყებულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. 20.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-20T21:39+0400
2023-10-20T21:39+0400
2023-10-20T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261903589_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_98505621c994624ee173628b9294ccd1.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის მიზანი, რომელიც ყოველწლიურად ცხადდება, სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის 30.000 ლარია.საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად მისამართზე: granti@justice.gov.ge.განაცხადების მიღება დღეს, 20 ოქტომბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 1 დეკემბერია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261903589_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f1366c03a44756ed4bfa8c0168ff3aeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრომ ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა: განაცხადების მიღება დაწყებულია
21:39 20.10.2023 (განახლებულია: 22:30 20.10.2023) თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის მიზანი, რომელიც ყოველწლიურად ცხადდება, სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.
„პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება, სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება“, — აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის 30.000 ლარია.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად მისამართზე: granti@justice.gov.ge.
განაცხადების მიღება დღეს, 20 ოქტომბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 1 დეკემბერია.