საგარეო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
ექსპორტმა 4,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-სექტემბერში.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,5%-ით გაიზარდა და თითქმის 16 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 11,3 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 18,2%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა – 2023 წლის იანვარი–სექტემბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

4.607,4

12,7

იმპორტი

11.303,4

18,2

სულ

15.910.8

16,5

ექსპორტმა შეადგინა 4,6 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,7%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ცხრა თვის მაჩვენებელთან შედარებით 22,3%-ით მეტია.
რითი ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტის სასუქები, წამლები და ა.შ.
საქართველოდან ძირითადი საექსპორტო პროდუქცია 2023 წლის იანვარი–სექტემბერში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/კლება, %

მსუბუქი ავტომობილები

1.566,1

164,4

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

438,1

-41,8

ღვინო

193,5

11,7

ფეროშენადნობები

140,1

-67,6

სპირტიანი სასმელები

131,4

36,6

2023 წლის იანვარი–სექტემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი – 164,4%-ით, წყლების, მათ შორის მინერალური და გაზიანი (შაქრიანი დანამატებით) – 41%-ით, სპირტიანი სასმელების – 36,6%-ით.
ამავე დროს წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი ფეროშენადნობების – 67,6%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 41,8%-ით, აზოტის სასუქის – 40,6%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში 2023 წლის იანვარი–სექტემბერში იმპორტირებული ძირითადი პროდუქცია

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/კლება, %

მსუბუქი ავტომობილები

2.282,5

102,2

ნავთობპროდუქტები

816,4

-20,1

წამლები

392,4

32,5

გაზი

321,2

10,0

სატელეფონო აპარატები

269,1

35,5

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ავტომობილების იმპორტი – 102,2%-ით, ტრაქტორების – თითქმის 80%-ით, სატვირთო ავტომობილების – 63,2%-ით, ასევე თამბაქოს ნაწარმის – 38,3%-ით.
წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 61,4%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 20,1%-ით. ასევე გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების – 12%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის 2023 წლის იანვარ-სექტემბერში პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 2023 წლის იანვარი–სექტემბერში

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/კლება, %

თურქეთი

2.195,7

7,8

რუსეთი

1.876,0

9,8

აშშ

1.471,8

56,5

ჩინეთი

1.257,2

-10,5

აზერბაიჯანი

1.084,0

12,8

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და იაპონია.
ყველა ახალი ამბავი
0