https://sputnik-georgia.com/20231020/ratom-miacniat-tavi-adamianebs-seqsualurad-aramimzidvlad-283497261.html
რატომ მიაჩნიათ ადამიანებს თავი სექსუალურად არამიმზიდველად: მეცნიერების დასკვნა
რატომ მიაჩნიათ ადამიანებს თავი სექსუალურად არამიმზიდველად: მეცნიერების დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, რომლებსაც არასტაბილური ურთიერთობები აქვთ, ხშირად მიაჩნიათ, რომ პარტნიორთან პრობლემებისა და... 20.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-20T21:00+0400
2023-10-20T21:00+0400
2023-10-20T22:25+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ქალი და მამაკაცი
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/14/279785341_0:430:2783:1995_1920x0_80_0_0_34f7321549585a28274ea73ff8da1133.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, რომლებსაც არასტაბილური ურთიერთობები აქვთ, ხშირად მიაჩნიათ, რომ პარტნიორთან პრობლემებისა და დაუკმაყოფილებლობის მიზეზი მათი სექსუალური არამიმზიდველობაა, აცხადებენ არიზონის (აშშ) უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა სამეცნიერო სტატიაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Psychology of Women Quarterly.საუბარია თვითობიექტიზაციაზე – ფენომენზე, რომლის დროსაც ადამიანი თავის გარეგნობასა და სექსუალურ მიმზიდველობას საკუთარი პიროვნების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს.იმის გასაგებად, თუ როგორ არის დაკავშირებული რომანტიკული ურთიერთობები და თვითობიექტიზაციის ტენდენცია, მეცნიერებმა ორი კვლევა ჩაატარეს.პირველი კვლევისას სწავლულებმა ორივე სქესის 400-მდე სტუდენტი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც თვითობიექტიზაცია უმაღლეს დონეზე ჰქონდა განვითარებული, სრულად ეთანხმებოდნენ ამ შეთავაზებულ მტკიცებულებებს:პასუხების ანალიზმა აჩვენა, რომ რაც უფრო დაუცველად გრძნობენ თავს ადამიანები რომანტიკულ ურთიერთობებში, მით უფრო მიდრეკილნი არიან თვითობიექტიზაციისკენ, ანუ მით უფრო დარწმუნებული არიან, რომ მათი გარეგნობა და სექსუალური მიმზიდველობა პიროვნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.რაც ყველაზე საინტერესოა, აღმოჩნდა, რომ თვითობიექტიზაციისადმი მიდრეკილი ქალები აფასებენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ირგვლივ მყოფთა გარეგნობასაც.იმისათვის, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები უკეთ გაეგოთ, მეცნიერებმა მეორე კვლევა ჩაატარეს, რომელშიც ორივე სქესის 283 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ყველა მათგანმა იგივე გამოკითხვა ორჯერ გაიარა − ექვსთვიანი ინტერვალით.შედეგად აღმოჩნდა, რომ სწორედ პარტნიორთან ურთიერთობის სტაბილურობაზე ზრუნვა, მისი წასვლის მუდმივი შიში აიძულებს როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, მთელი ყურადღება საკუთარ გარეგნობაზე გადართონ, ეჭვი შეეპაროთ საკუთარ სექსუალურ მიმზიდველობაში, იფიქრონ, რომ პარტნიორისთვის საკმარისად კარგად არ გამოიყურებიან.როგორც სწავლულები ამბობენ, კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მაინც ის გამოდგა, რომ ადამიანები, რომლებსაც პარტნიორთან არ გაუმართლათ (ანუ არ ჰქონდათ სტაბილური ურთიერთობა), მომდევნო ურთიერთობაში შესაძლოა „იდეალურ“ პარტნიორებად იქცნენ და საერთოდ აღარ ჩათვალონ, რომ გარეგნული მიმზიდველობა და სექსუალურობა მათი პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/14/279785341_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_12107f33e62a47363aa721dc926b8099.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ქალი და მამაკაცი, ეს საინტერესოა
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ქალი და მამაკაცი, ეს საინტერესოა
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს, რომლებსაც არასტაბილური ურთიერთობები აქვთ, ხშირად მიაჩნიათ, რომ პარტნიორთან პრობლემებისა და დაუკმაყოფილებლობის მიზეზი მათი სექსუალური არამიმზიდველობაა, აცხადებენ არიზონის (აშშ) უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა სამეცნიერო სტატიაც გამოქვეყნებულია ჟურნალში
Psychology of Women Quarterly.
საუბარია თვითობიექტიზაციაზე – ფენომენზე, რომლის დროსაც ადამიანი თავის გარეგნობასა და სექსუალურ მიმზიდველობას საკუთარი პიროვნების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს.
იმის გასაგებად, თუ როგორ არის დაკავშირებული რომანტიკული ურთიერთობები და თვითობიექტიზაციის ტენდენცია, მეცნიერებმა ორი კვლევა ჩაატარეს.
პირველი კვლევისას სწავლულებმა ორივე სქესის 400-მდე სტუდენტი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვისაც თვითობიექტიზაცია უმაღლეს დონეზე ჰქონდა განვითარებული, სრულად ეთანხმებოდნენ ამ შეთავაზებულ მტკიცებულებებს:
„ხშირად ვფიქრობ იმაზე, როგორ გამოიყურება ჩემი სხეული სხვა ადამიანების თვალში“;
„ჩემი გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი პიროვნება“.
პასუხების ანალიზმა აჩვენა, რომ რაც უფრო დაუცველად გრძნობენ თავს ადამიანები რომანტიკულ ურთიერთობებში, მით უფრო მიდრეკილნი არიან თვითობიექტიზაციისკენ, ანუ მით უფრო დარწმუნებული არიან, რომ მათი გარეგნობა და სექსუალური მიმზიდველობა პიროვნების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
რაც ყველაზე საინტერესოა, აღმოჩნდა, რომ თვითობიექტიზაციისადმი მიდრეკილი ქალები აფასებენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ირგვლივ მყოფთა გარეგნობასაც.
იმისათვის, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები უკეთ გაეგოთ, მეცნიერებმა მეორე კვლევა ჩაატარეს, რომელშიც ორივე სქესის 283 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ყველა მათგანმა იგივე გამოკითხვა ორჯერ გაიარა − ექვსთვიანი ინტერვალით.
შედეგად აღმოჩნდა, რომ სწორედ პარტნიორთან ურთიერთობის სტაბილურობაზე ზრუნვა, მისი წასვლის მუდმივი შიში აიძულებს როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, მთელი ყურადღება საკუთარ გარეგნობაზე გადართონ, ეჭვი შეეპაროთ საკუთარ სექსუალურ მიმზიდველობაში, იფიქრონ, რომ პარტნიორისთვის საკმარისად კარგად არ გამოიყურებიან.
როგორც სწავლულები ამბობენ, კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მაინც ის გამოდგა, რომ ადამიანები, რომლებსაც პარტნიორთან არ გაუმართლათ (ანუ არ ჰქონდათ სტაბილური ურთიერთობა), მომდევნო ურთიერთობაში შესაძლოა „იდეალურ“ პარტნიორებად იქცნენ და საერთოდ აღარ ჩათვალონ, რომ გარეგნული მიმზიდველობა და სექსუალურობა მათი პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.