რამდენმა მგზავრმა ისარგებლა შიდა ავიარეისებით - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის პირველ ცხრა თვეში 4,5 მლნ მგზავრი მიიღეს, რაც 37%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკა დაფიქსირდა შიდა დანიშნულების აეროპორტებში – მესტია, ამბროლაური, ნატახტარი, რომლებიც 2023 წლის ცხრა თვეში 23,7 ათას მგზავრს მოემსახურნენ, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
უწყების მონაცემებით, მესტიის აეროპორტი მოემსახურა 8.125 მგზავრს, რაც 2022 წლის იანვარ–სექტემბრის მონაცემებზე 17%-ით და პანდემიამდელი, 2019 წლის მონაცემებზე 25%-ით მეტია.
ამბროლაურის აეროპორტმა 1.575 მგზავრი მიიღო. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 27%-ით ნაკლებია და 4%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის სამ კვარტალში.
2019 წლის იანვარ–სექტემბერთან შედარებით, მგზავრთნაკადი ნატახტრის აეროპორტში გაიზარდა 104%-ით, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 10%-ით. აეროპორტი 13.968 მგზავრს მოემსახურა.
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - ბოლო მონაცემები>>
სულ 2023 წლის ცხრა თვეში საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტებში 19.460 რეისი შესრულდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეისების რაოდენობა გაიზარდა 20%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი შეადგენს 101%-ს.
გარდა ამისა, მთლიანობაში საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 4,5 მლნ მგზავრი მიიღეს, რაც 37%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 9%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0