https://sputnik-georgia.com/20231020/ra-siaxleebi-daxvdebat-damsveneblebs-gudaursi-zamtarsi-283478357.html
რა სიახლე დახვდებათ დამსვენებლებს გუდაურში ზამთრის სეზონზე
რა სიახლე დახვდებათ დამსვენებლებს გუდაურში ზამთრის სეზონზე
Sputnik საქართველო
სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. 20.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-20T14:33+0400
2023-10-20T14:33+0400
2023-10-20T19:33+0400
ტურიზმი საქართველოში
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251327646_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_8468370f40c0c3698b195adf46b0f8bf.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში ვიზიტორებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი მოემსახურება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საბაგიროები იქნება 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ. ბაბლი, 1.249 და 1.369 მეტრის სიგრძის. თითო საბაგიროს გამტარუნარიანობაა 1.800–2.400 ადამიანი საათში. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ–შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა გრუპი“ ახორციელებს.„მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით ახალ გუდაურში სავარძლის ტიპის ორი ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტის სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებასა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.„საბაგიროების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც კანადური კომპანია „ეკოზაინის“ მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება სასრიალო არეალს, ჯამურად არსებულ 70 კმ ტრასას დაემატება 6 კილომეტრი, რაც ვიზიტორებისთვის შექმნის სრულაიდ ახალ სასრიალო სივრცეს“, – აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ.უწყების ცნობით, სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251327646_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_104c88f3bfd122ac9d8fc640fd66e68a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ტურიზმი საქართველოში, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
რა სიახლე დახვდებათ დამსვენებლებს გუდაურში ზამთრის სეზონზე
14:33 20.10.2023 (განახლებულია: 19:33 20.10.2023) სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში ვიზიტორებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი მოემსახურება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბაგიროები იქნება 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ. ბაბლი, 1.249 და 1.369 მეტრის სიგრძის. თითო საბაგიროს გამტარუნარიანობაა 1.800–2.400 ადამიანი საათში. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ–შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა გრუპი“ ახორციელებს.
„მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით ახალ გუდაურში სავარძლის ტიპის ორი ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტის სერვისებს, რაც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებასა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
„საბაგიროების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც კანადური კომპანია „ეკოზაინის“ მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება სასრიალო არეალს, ჯამურად არსებულ 70 კმ ტრასას დაემატება 6 კილომეტრი, რაც ვიზიტორებისთვის შექმნის სრულაიდ ახალ სასრიალო სივრცეს“, – აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ.
უწყების ცნობით, სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„საქართველომ წარმატებით უმასპინძლა „ბაკურიანი 2023"-ს და მსოფლიო სპორტულ რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში შეიტანა წამყვან ქვეყნებს შორის და ახლა უკვე პირველად გუდაურში ჩატარდება საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ ქროსში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც დადებითად აისახება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე.