https://sputnik-georgia.com/20231020/qutaisshi-moklemetrajiani-pilmebis-festivali-chatardeba-283474146.html
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
Sputnik საქართველო
წელს ყურადღების ცენტრში ჩეხური მოკლემეტრაჟიანი ფილმები იქნება. 20.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-20T12:30+0400
2023-10-20T12:30+0400
2023-10-20T18:01+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ქუთაისი
ქართული კინო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/41/239124110_0:219:4256:2613_1920x0_80_0_0_ea4e0da45aa3f70e1cff1ad3c61e6071.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალი 20 ოქტომბერს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წლევანდელ ფესტივალზე „ქვეყანა–ფოკუსის" სტატუსით ჩეხეთია წარმოდგენილი, შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ახალი ჩეხური ფილმები. ასევე დაგეგმილია ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენებები. აკერმანის ფილმების ჩვენებით ფესტივალი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ქალ-კინემატოგრაფისტთა ღვაწლს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისთვის – მასტერ-კლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს. ფესტივალზე, რომელიც 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ფესტივალის ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს სამ კატეგორიაში – „საუკეთესო ფილმი", „საუკეთესო რეჟისორი" და „საუკეთესო ოპერატორი". გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს დინოზავრი“ გადაეცემათ. ყველა ღონისძიება კინოთეატრ „საქართველოში" გაიმართება.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23912/41/239124110_240:0:4016:2832_1920x0_80_0_0_81d9e50f1cce2c6d85db33b69942e1b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ქუთაისი , ქართული კინო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ქუთაისი , ქართული კინო, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
12:30 20.10.2023 (განახლებულია: 18:01 20.10.2023) წელს ყურადღების ცენტრში ჩეხური მოკლემეტრაჟიანი ფილმები იქნება.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალი 20 ოქტომბერს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წლევანდელ ფესტივალზე „ქვეყანა–ფოკუსის" სტატუსით ჩეხეთია წარმოდგენილი, შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ახალი ჩეხური ფილმები. ასევე დაგეგმილია ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენებები. აკერმანის ფილმების ჩვენებით ფესტივალი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ქალ-კინემატოგრაფისტთა ღვაწლს.
კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისთვის – მასტერ-კლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.
ფესტივალზე, რომელიც 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
ფესტივალის ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს სამ კატეგორიაში – „საუკეთესო ფილმი", „საუკეთესო რეჟისორი" და „საუკეთესო ოპერატორი". გამარჯვებულებს ფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს დინოზავრი“ გადაეცემათ.
ყველა ღონისძიება კინოთეატრ „საქართველოში" გაიმართება.