პრეზიდენტები და იმპიჩმენტი

გამოწერა
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი პროცედურა გაიმართა.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც სახელმწიფო მეთაური სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.
თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში ვიზიტების მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში.
„ქართულმა ოცნებამ" 12 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური წარდგინება უმრავლესობის 80 დეპუტატის წერილობით მოთხოვნასთან ერთად, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო. საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ დაურღვევია კონსტიტუცია და რომ 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ისტორიაში შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე სასამართლოზე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკითხმა პარლამენტში გადაინაცვლა.
მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„Sputnik-საქართველოს" ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების არასრული სია, რომელთაც შეეხოთ ან დაემუქრნენ იმპიჩმენტით.
ყველა ახალი ამბავი
0