https://sputnik-georgia.com/20231020/polonetshi-saqartvelos-moqalaqe-daakaves-283496144.html
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 20.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-20T16:31+0400
2023-10-20T16:31+0400
2023-10-20T21:06+0400
პოლონეთი
საქართველო
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272444505_0:150:1600:1050_1920x0_80_0_0_b6f203ab64e6816616f52b054f1c08ed.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი" პოლონურ მედიაზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის მარტში მოიპარა ჩანთა, რომელშიც 500 ათასი პოლონური ზლოტი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩანთა კატოვიცეში მცხოვრებ ქალს ეკუთვნოდა, რომელმაც ბანკიდან თანხა გამოიტანა და ნაღდი ფულით სახლში ავტომობილით ბრუნდებოდა. გზაში ქალმა შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, რის გამოც მანქანა გააჩერა, რათა შეემოწმებინა რა მოხდა. აღმოჩნდა, რომ ვიღაცას ორი საბურავი გაეხვრიტა. როდესაც ქალი მანქანაში ჩაჯდა, ნახა რომ ადგილზე აღარ იყო ჩანთა, რომელშიც ფული იდო. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება ახლომდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მეშვეობით შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. რამდენიმე დღის წინ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე კი პოლიციამ მამაკაცი მაზოვის სავოევოდოში ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დააკავა.მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
პოლონეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272444505_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_4e21e5d8b4f2359094781eee8f0df7a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლონეთი , საქართველო, შემთხვევები, ახალი ამბები
პოლონეთი , საქართველო, შემთხვევები, ახალი ამბები
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
16:31 20.10.2023 (განახლებულია: 21:06 20.10.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი"
პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის მარტში მოიპარა ჩანთა, რომელშიც 500 ათასი პოლონური ზლოტი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩანთა კატოვიცეში მცხოვრებ ქალს ეკუთვნოდა, რომელმაც ბანკიდან თანხა გამოიტანა და ნაღდი ფულით სახლში ავტომობილით ბრუნდებოდა. გზაში ქალმა შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, რის გამოც მანქანა გააჩერა, რათა შეემოწმებინა რა მოხდა. აღმოჩნდა, რომ ვიღაცას ორი საბურავი გაეხვრიტა. როდესაც ქალი მანქანაში ჩაჯდა, ნახა რომ ადგილზე აღარ იყო ჩანთა, რომელშიც ფული იდო.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება ახლომდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მეშვეობით შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. რამდენიმე დღის წინ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე კი პოლიციამ მამაკაცი მაზოვის სავოევოდოში ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დააკავა.
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.