„მზიურს" ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა

© photo: Sputnik / Stringerპარკი „მზიური"
პარკი „მზიური - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
კახა კალაძის თქმით, „მზიური“ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ტერიტორიის გაფართოება კი ყველა თაობის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობა "მზიურის" პარკის ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში კონცერტზე მიიწვია, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონცერტი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

„დაახლოებით 2,5 ჰექტარი ტერიტორია ემატება „მზიურის" პარკს, რაც ძალიან კარგია. ამასთან დაკავშირებით იმართება კონცერტი და მინდა მოგიწვიოთ ყველა... მოდით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად", – განაცხადა კალაძემ.

კონცერტზე მსმენელის წინაშე პოპულარული ქართველი შემსრულებლები წარდგებიან – დუეტი „ჯორჯია", სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, „მასტერი", დავით გომართელი, სალიო, ოთო ნემსაძე და ნოა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პარკის ტერიტორიაზე გაჩნდა სპორტული სივრცე, განათდა სასეირნო ბილიკები, მოეწყო ფანჩატური, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე. პიკნიკისთვის გამოიყო და მოეწყო დიდი მდელო.
„მიხარია, რომ ასეთი პროექტები ემატება ჩვენს ქალაქს – გამწვანებული, მოწესრიგებული, გალამაზებული სივრცეები. როგორც გითხარით, ეს იყო კერძო საკუთრება და ალბათ ფიქრობდნენ, რომ აქ შესაძლებელი იქნებოდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკა, მიდგომა და დამოკიდებულება ასეთ სივრცეებთან დაკავშირებით", – განაცხადა კალაძემ.
© photo: Sputnik / Stringerპარკი „მზიური"
Достопримечательности столицы. Парк Мзиури - место отдыха и развлечений - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
პარკი „მზიური"
როგორც მერმა აღნიშნა, დედაქალაქის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დაიბრუნოს ისეთი ტერიტორიები, სადაც შემდგომში პარკები და სკვერები მოეწყობა.
„ვფიქრობ, გაზაფხულზე ეს ადგილი კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება, რადგან ბალახის საფარი ახალი დაგებულია. მთავარია, მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და შევინარჩუნოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის", – აღნიშნა კალაძემ.
„მზიურის" პარკი – თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ორი წლის წინ განახლდა. თუმცა, მერიამ სრულად ვერ ჩაატარა აღდგენითი სამუშაოები, რადგან ტერიტორიის ნაწილი, დაახლოებით 2 ჰექტარი მიწა კერძო საკუთრებაში იყო. 2022 წლის ბოლოს მიწა ქალაქის ხელისუფლებას დაუბრუნდა. საქართველოს დედაქალაქში რეკრეაციული და გამწვანებული სივრცეების მოწყობა ქალაქის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც სისტემატურად მუშაობს ამ მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0