თქვენი ავტომობილია? რით დაამტკიცებთ?

© Sputnik / მძღოლებო, იყავით ყურადღებით!
მძღოლებო, იყავით ყურადღებით! - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ოქტომბრიდან მოითხოვენ ავტომობილზე მინდობილობას, თუ ის მძღოლს არ ეკუთვნის.
ადრე მესაზღვრეები მინდობილობით ძალიან იშვიათად ინტერესდებოდნენ, ჩვეულებისამებრ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი განსაკუთრებით ძვირფასია. ახლა უცხოურ ნომრებიან ავტომობილებს გაცილებით ხშირად ამოწმებენ. მძღოლები წერენ, რომ ვიღაც მინდობილობის გარეშე „ბოლოჯერ“ გაატარეს, ვიღაც საზღვარზე მოაბრუნეს, ზოგსაც ქონდა მინდობილობა და საზღვარიც გადაკვეთა.
ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოში შემომავალი ავტომობილების მძღოლებს ყურადღება მართებთ. რაც შეეხება მანქანებს საქართველოში, მინდობილობის ქონა სავალდებულო არაა ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომობილებზე.
ყველა ახალი ამბავი
0