მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გრეტა ტუნბერგი პალესტინის მხარდამჭერი პოსტისთვის გააკრიტიკეს

© photo: Sputnik / Alejandro Martinez Velez  / გადასვლა მედიაბანკში გრეტა ტუნბერგი
 გრეტა ტუნბერგი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მომავალში შვედ ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგთან გააიგივებს თავს, ტერორიზმის მხარდამჭერად უნდა ჩაითვალოს, განუცხადა Politico-ს ისრაელის არმიის წარმომადგენელმა არიე შარუზ შალიკარმა.

„ვინც მომავალში ამა თუ იმ გზით გააიგივებს თავს გრეტასთან, ჩემი აზრით, არის ტერორიზმის მხარდამჭერი, რადგან ის, რასაც გრეტა აკეთებს — გამოხატავს რა სოლიდარობას ღაზის სექტორის მიმართ და ამავე დროს სიტყვას არ ამბობს ისრაელელების მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე — აჩვენებს, რომ ის სინამდვილეში პალესტინას კი არ უჭერს მხარს, არამედ ჩქმალავს პალესტინელების, „ჰამასისა“ თუ „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ აქტებს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს“, — აღნიშნა შალიკარმა.

მანამდე გრეტა ტუნბერგმა სოციალურ ქსელებში — X-სა და „ინსტაგრამზე“ პალესტინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და ამასთან გაიზიარა პროპალესტინურ აკაუნტზე გამოქვეყნებული პოსტი, რომ ღაზის სექტორში გენოციდი მიმდინარეობს. პოსტს თან ახლდა ფოტო, რომელზეც ტუნბერგსა და მის თანამოაზრეებს ეჭირათ პლაკატები: „თავისუფლება პალესტინას“ და „მხარს ვუჭერთ ღაზას“. ამ დროისათვის სოციალურ ქსელებში ტუნბერგის ეს პოსტები დაბლოკილია.
წყარო: Politico
ყველა ახალი ამბავი
0