https://sputnik-georgia.com/20231019/the-rolling-stones--daft-punk-------emea-awards-2023--283467228.html
The Rolling Stones და Daft Punk-ის გვერდით - „მგზავრების“ კლიპი EMEA Awards 2023-ზე
The Rolling Stones და Daft Punk-ის გვერდით - „მგზავრების“ კლიპი EMEA Awards 2023-ზე
Sputnik საქართველო
EMEA Awards-ს გამარჯვებული 22 ნოემბერს გამოვლინდება. 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T22:38+0400
2023-10-19T22:38+0400
2023-10-19T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/278986172_0:0:1430:804_1920x0_80_0_0_e4732e8ae854cd8a89c57831bb0dd0dc.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფ „მგზავრების" სიმღერა WALTZ-ის კლიპი, რომელიც რეჟისორმა ლადო კვატანიამ გადაიღო, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების კლიპებთან ერთად ნომინირებულია საერთაშორისო პრემია EMEA Awards 2023-ის ნომინაციაში „წლის მუსიკალური ვიდეო".EMEA Awards აჯილდოვებს ყველაზე შთამაგონებელ შემოქმედებით ნამუშევრებს ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან და აშუქებს საუკეთესო ნამუშევრებს.„მგზავრების“ კლიპთან ერთად ნომინაციაში წარდგენილია The Rolling Stones-ის, Daft Punk-ის, ტრევის სკოტის, როზალიას და სხვა მუსიკოსების ვიდეოები. გამარჯვებული 22 ნოემბერს გამოვლინდება.კლიპში ნაჩვენებია ახალგაზრდა ქართველი წყვილი, რომლელიც ქალიშვილის დაბადებას ელოდება. ამ დროს მთავარ გმირს დედა ეღუპება, რომლის დაკარგვასაც ძალიან განიცდის.ვიდეოს ბოლოს გარდაცვლილი დედის ხატება მონაწილეობს რძით განბანვის იდუმალ რიტუალში, რის შედეგადაც მოხუცი ქალი ბავშვად იქცევა. ეს სცენა ენაცვლება ქალიშვილის დაბადების კადრებს. ბოლოში ასევე ნაჩვენებია მნიშვნელოვანი ელემენტი - ბავშვს წარბის ზემოთ ისეთივე დამახასიათებელი ხალი აქვს, როგორც მთავარი გმირის დედას.ლადო კვატანია სამი მოკლემეტრაჟიანი, ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის და რამდენიმე კლიპის ავტორია. ის რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ლადო აფხაზეთიდან დევნილია. ის რაღაც პერიოდი ზუგდიდში ცხოვრობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. ამჟამად ამერიკაშია.ლადო კვატანია თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Reebok, Adidas, PayPal, Google, Visa, Yandex და სხვა. მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო 20-ზე მეტ ფესტივალზე მთელს მსოფლიოში, მიღებული აქვს ჯილდოები, ერთ-ერთია Young Director Award-ის პრემია კანში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/278986172_198:0:1374:882_1920x0_80_0_0_8224ff5983dfec54a9f2e35810140925.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
The Rolling Stones და Daft Punk-ის გვერდით - „მგზავრების“ კლიპი EMEA Awards 2023-ზე
EMEA Awards-ს გამარჯვებული 22 ნოემბერს გამოვლინდება.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფ „მგზავრების" სიმღერა WALTZ-ის კლიპი, რომელიც რეჟისორმა ლადო კვატანიამ გადაიღო, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების კლიპებთან ერთად ნომინირებულია საერთაშორისო პრემია EMEA Awards 2023-ის ნომინაციაში „წლის მუსიკალური ვიდეო".
EMEA Awards აჯილდოვებს ყველაზე შთამაგონებელ შემოქმედებით ნამუშევრებს ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან და აშუქებს საუკეთესო ნამუშევრებს.
„მგზავრების“ კლიპთან ერთად ნომინაციაში წარდგენილია The Rolling Stones-ის, Daft Punk-ის, ტრევის სკოტის, როზალიას და სხვა მუსიკოსების ვიდეოები. გამარჯვებული 22 ნოემბერს გამოვლინდება.
კლიპში ნაჩვენებია ახალგაზრდა ქართველი წყვილი, რომლელიც ქალიშვილის დაბადებას ელოდება. ამ დროს მთავარ გმირს დედა ეღუპება, რომლის დაკარგვასაც ძალიან განიცდის.
ვიდეოს ბოლოს გარდაცვლილი დედის ხატება მონაწილეობს რძით განბანვის იდუმალ რიტუალში, რის შედეგადაც მოხუცი ქალი ბავშვად იქცევა. ეს სცენა ენაცვლება ქალიშვილის დაბადების კადრებს. ბოლოში ასევე ნაჩვენებია მნიშვნელოვანი ელემენტი - ბავშვს წარბის ზემოთ ისეთივე დამახასიათებელი ხალი აქვს, როგორც მთავარი გმირის დედას.
ლადო კვატანია სამი მოკლემეტრაჟიანი, ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის და რამდენიმე კლიპის ავტორია. ის რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ლადო აფხაზეთიდან დევნილია. ის რაღაც პერიოდი ზუგდიდში ცხოვრობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. ამჟამად ამერიკაშია.
ლადო კვატანია თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Reebok, Adidas, PayPal, Google, Visa, Yandex და სხვა. მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო 20-ზე მეტ ფესტივალზე მთელს მსოფლიოში, მიღებული აქვს ჯილდოები, ერთ-ერთია Young Director Award-ის პრემია კანში.