https://sputnik-georgia.com/20231019/evrodireqtiva-tu-cenzura-saqartvelosi-mediistvis-axal-wesebs-ganixilaven-283464537.html
ევროდირექტივა თუ ცენზურა - საქართველოში მასმედიისთვის ახალ წესებს განიხილავენ
ევროდირექტივა თუ ცენზურა - საქართველოში მასმედიისთვის ახალ წესებს განიხილავენ
Sputnik საქართველო
მასმედიაში აგრესიის და სიძულვილის ენის პროპაგანდის აკრძალვის დარღვევის საკითხის განხილვა სპეციალურ კომისიას გადაეცემა. 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T19:45+0400
2023-10-19T19:45+0400
2023-11-01T16:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270139265_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_4d0e5d5b11192b0d40a43eae6481b006.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მასმედიისთვის ახალი წესების შესახებ ცვლილებების განხილვა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციას შორის უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.ცვლილებები გულისხმობს მასმედიაში აგრესიისა და სიძულვილის ენის პროპაგანდის აკრძალვის დარღვევის საკითხის განხილვას სპეციალურ კომისიაში. ამჟამად არსებული მდგომარეობით, ეს მედიის თვითრეგულირების საკითხია.მისი თქმით, პროექტის ავტორებმა ევროკავშირს სამი ვარიანტი შესთავაზეს, ევროკავშირმა სამიდან სწორედ ეს ვარიანტი აირჩია.„რაც შეეხება სიძულვილის ენის დეფინიციას, მაქსიმალურად ვიწროდ არის ჩამოყალიბებული, რომ ინტერპრეტაცია არ მიეცეს. თუ ვინმეს კანონპროექტი მაინც აშფოთებს, ევროკავშირს უნდა ესაუბრონ. სიძულვილის ენაზე ვიწრო გაგებით არის საუბარი. უხამსობაზე ჩანაწერი ძველია და რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, ამ შემთხვევაში კანონპროექტში სიძულვილის ენას კონკრეტული დეფინიცია გააჩნია და ის არანაირ ინტერპრეტაციას არ უშვებს.ამასთან ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებების მიღება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია.„ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ მისი პოლიტიკური ბოლო ჟამი მოახლოვდა და ახლა ცდილობს, ქვითკირით გაამაგროს თავისი მორყეული სახელისუფლებო ციხე-სიმაგრე... ფარად ევროკავშირის რეკომენდაციას იშველიებს, რაც ტყუილია. ეს კანონი ხელისუფლებას ოპონენტებთან ბრძოლისთვის უნდა“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.უფრო ხისტი იყო „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას მოსაზრება.ამ დროისათვის პარლამენტმა ცვლილებები უკვე მესამე მოსმენით მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270139265_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_c79360b805a967dcaf2d24f1cdf94f83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ევროდირექტივა თუ ცენზურა - საქართველოში მასმედიისთვის ახალ წესებს განიხილავენ
19:45 19.10.2023 (განახლებულია: 16:37 01.11.2023) მასმედიაში აგრესიის და სიძულვილის ენის პროპაგანდის აკრძალვის დარღვევის საკითხის განხილვა სპეციალურ კომისიას გადაეცემა.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მასმედიისთვის ახალი წესების შესახებ ცვლილებების განხილვა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციას შორის უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.
ცვლილებები გულისხმობს მასმედიაში აგრესიისა და სიძულვილის ენის პროპაგანდის აკრძალვის დარღვევის საკითხის განხილვას სპეციალურ კომისიაში. ამჟამად არსებული მდგომარეობით, ეს მედიის თვითრეგულირების საკითხია.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, არის ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პროექტის ავტორებმა ევროკავშირს სამი ვარიანტი შესთავაზეს, ევროკავშირმა სამიდან სწორედ ეს ვარიანტი აირჩია.
„რაც შეეხება სიძულვილის ენის დეფინიციას, მაქსიმალურად ვიწროდ არის ჩამოყალიბებული, რომ ინტერპრეტაცია არ მიეცეს. თუ ვინმეს კანონპროექტი მაინც აშფოთებს, ევროკავშირს უნდა ესაუბრონ. სიძულვილის ენაზე ვიწრო გაგებით არის საუბარი. უხამსობაზე ჩანაწერი ძველია და რჩება, როგორც მოქმედებდა წარსულში, ასევე იმოქმედებს დღესაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში კანონპროექტში სიძულვილის ენას კონკრეტული დეფინიცია გააჩნია და ის არანაირ ინტერპრეტაციას არ უშვებს.
ამასთან ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებების მიღება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია.
„ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ მისი პოლიტიკური ბოლო ჟამი მოახლოვდა და ახლა ცდილობს, ქვითკირით გაამაგროს თავისი მორყეული სახელისუფლებო ციხე-სიმაგრე... ფარად ევროკავშირის რეკომენდაციას იშველიებს, რაც ტყუილია. ეს კანონი ხელისუფლებას ოპონენტებთან ბრძოლისთვის უნდა“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
უფრო ხისტი იყო „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას მოსაზრება.
„ამ იდიოტიზმს რომ მედია ვერ ხვდება, რომ თქვენ რასაც ახლა აქ აკეთებთ, სინამდვილეში ვითომ კეთილშობილური სიტყვებით, ვითომ რაღაც რეკომენდაციით, ვითომ რაღაც სისულელით და ვერცერთი მედიის წარმომადგენელი ამას ვერ ხვდება, რომ ხვალ გაუთიშავენ მაუწყებლობას, რადგან რაღაც სიტყვა არ მოეწონათ. იდიოტები ხართ, ამას რომ ვერ ხვდებით, ქართულო მედიავ“, – განაცხადა ხვიჩიამ სხდომაზე, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.
ამ დროისათვის პარლამენტმა ცვლილებები უკვე მესამე მოსმენით მიიღო.