https://sputnik-georgia.com/20231019/centr-pointis-dazaralebuli-ojaxebi-binebs-miigeben-283458922.html
„ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ოჯახების ნაწილი 2025 წელს ბინებს მიიღებს
„ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ოჯახების ნაწილი 2025 წელს ბინებს მიიღებს
Sputnik საქართველო
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი" სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T18:13+0400
2023-10-19T18:13+0400
2023-10-19T21:02+0400
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810111_0:16:3077:1747_1920x0_80_0_0_0c825ae6d349606f29140388f835a2fb.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. დეველოპერული კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ 200 ოჯახს 2025 წელს ბინები გადაეცემა, განაცხადა მედიაპლატფორმა BMG-ზე დეველოპერული კომპანია „არქის" გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის" საქმე ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია – საკუთარ ბინებს დაახლოებით 6 ათასი ოჯახი 15 წელზე მეტია ელოდება. მერიამ წლობით დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრის გადაწყვეტილება მიიღო, უკვე გაფორმებულია მემორანდუმი იმ კომპანიებთან, რომლებმაც ყველა ობიექტის მშენებლობის დასრულების ვალდებულება აიღეს.მისი თქმით, გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა-გამაგრებას დაეთმო, რისთვისაც კომპანიამ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.„ამას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. ამ დროისათვის ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მშენებლობის პროცესი. ერთი მხრიდან აშენდა სამი მიწისქვეშა და ორი მიწისზედა სართული, მეორე მხრიდან კი პროცესი გრაფიკის მიხედვით მიდის", – განაცხადა ხეცურიანმა.„ცენტრ პოინტის" საქმესამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის 2017 წლის მარტში 4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. გარდა ამისა, მაია რჩეულიშვილს საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე 7 წლით პატიმრობა შეეფარდა.2017 წლის სექტემბერში „ცენტრ პოინტი“ კომპანია „М კვადრატმა“ შეისყიდა. კომპანიის მფლობელობაში არსებული მიწებისა და კონტრაქტების გადაცემა კი გაჭიანურდა.სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ. კომპანია სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810111_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_b99f258bd8263b3230a92d3d880e60e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
„ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული ოჯახების ნაწილი 2025 წელს ბინებს მიიღებს
18:13 19.10.2023 (განახლებულია: 21:02 19.10.2023) სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი" სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. დეველოპერული კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ 200 ოჯახს 2025 წელს ბინები გადაეცემა, განაცხადა მედიაპლატფორმა BMG-ზე დეველოპერული კომპანია „არქის" გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის" საქმე ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულია – საკუთარ ბინებს დაახლოებით 6 ათასი ოჯახი 15 წელზე მეტია ელოდება. მერიამ წლობით დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის ეტაპობრივად გადაჭრის გადაწყვეტილება მიიღო, უკვე გაფორმებულია მემორანდუმი იმ კომპანიებთან, რომლებმაც ყველა ობიექტის მშენებლობის დასრულების ვალდებულება აიღეს.
„დაპირებისამებრ, 2025 წლის ბოლომდე „არქის" ახალ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრების საშუალება მიეცემათ როგორც ახალ მობინადრეებს, ისე დაზარალებულებს. ამ პროექტის ფარგლებში ბინები 200 დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა“, – განაცხადა ხეცურიანმა.
მისი თქმით, გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა-გამაგრებას დაეთმო, რისთვისაც კომპანიამ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„ამას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. ამ დროისათვის ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მშენებლობის პროცესი. ერთი მხრიდან აშენდა სამი მიწისქვეშა და ორი მიწისზედა სართული, მეორე მხრიდან კი პროცესი გრაფიკის მიხედვით მიდის", – განაცხადა ხეცურიანმა.
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 2004–2009 წლებში ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88"-ის მენაშენეთა თანხებიდან 11 მლნ ლარის მითვისებისთვის 2017 წლის მარტში 4–4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. გარდა ამისა, მაია რჩეულიშვილს საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე 7 წლით პატიმრობა შეეფარდა.
2017 წლის სექტემბერში „ცენტრ პოინტი“ კომპანია „М კვადრატმა“ შეისყიდა. კომპანიის მფლობელობაში არსებული მიწებისა და კონტრაქტების გადაცემა კი გაჭიანურდა.
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფი" 1990-იანი წლების დასაწყისში დაფუძნდა. მისი მფლობელები იყვნენ დები — მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. მათ კომპანიის 50-50% ეკუთვნოდათ. კომპანია სკანდალის ცენტრში არაერთხელ მოექცა. თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოსახლეობამ კომპანიის მფლობელები თაღლითობასა და ფულის მითვისებაში ბევრჯერ დაადანაშაულა.