https://sputnik-georgia.com/20231019/cahali-mzevalta-raodenoba-ufro-metia-283436849.html
მძევალთა რაოდენობა უფრო მეტია: ცაჰალმა განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა
მძევალთა რაოდენობა უფრო მეტია: ცაჰალმა განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული მონაცემებით, „ჰამასის“ ბოევიკების მიერ ღაზის სექტორში მძევლების რაოდენობა იმაზე მეტია... 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T12:46+0400
2023-10-19T12:46+0400
2023-11-01T16:30+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283704045_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_765cdf3ffff5d9a248ec057d26963f29.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული მონაცემებით, „ჰამასის“ ბოევიკების მიერ ღაზის სექტორში მძევლების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ვვარაუდობდით, განაცხადა ცაჰალის სპიკერმა, კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ.მისი თქმით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთა რაოდენობა ამ დროისათვის 203 კაცია, თუმცა ეს რიცხვიც შესაძლოა საბოლოო არ იყოს, ვინაიდან ცაჰალი გამუდმებით იღებს ახალ ცნობებს 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ.გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ „ჰამასთან“ შეტაკებებში, დღევანდელი მონაცემებით, 306 ისრაელელი სამხედროა დაღუპული.როგორც ჰაგარიმ განაცხადა, ზოგ ოჯახს, რომელთა წევრების ტყვედ ყოფნაშიც დარწმუნებულია ცაჰალი, უკვე ეცნობათ, რომ მათი ახლობლები „ჰამასის“ მძევლები არიან.გარდა ამისა, შეტყობინებები მიიღეს იმ ოჯახებმაც, რომელთა წევრებიც, ცაჰალის ინფორმაციით, დატყვევებულები არ არიან.გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელი სამხედროები გამუდმებით ასკანირებენ ღაზის სექტორთან სასაზღვრო ზონას უგზო-უკვლოდ დაკარგული ისრაელელების ცხედრების მოსაძებნად. ამ დროისათვის ნაპოვნი ბევრი ცხედარი ჯერ კიდევ არ არის ამოცნობილი.წყარო: Times of Israel
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283704045_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_cad698f0ac93a3da37390781f67bded8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის თავდაცვის ძალების განახლებული მონაცემებით, „ჰამასის“ ბოევიკების მიერ ღაზის სექტორში მძევლების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ვვარაუდობდით, განაცხადა ცაჰალის სპიკერმა, კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ.
მისი თქმით, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთა რაოდენობა ამ დროისათვის 203 კაცია, თუმცა ეს რიცხვიც შესაძლოა საბოლოო არ იყოს, ვინაიდან ცაჰალი გამუდმებით იღებს ახალ ცნობებს 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ „ჰამასთან“ შეტაკებებში, დღევანდელი მონაცემებით, 306 ისრაელელი სამხედროა დაღუპული.
როგორც ჰაგარიმ განაცხადა, ზოგ ოჯახს, რომელთა წევრების ტყვედ ყოფნაშიც დარწმუნებულია ცაჰალი, უკვე ეცნობათ, რომ მათი ახლობლები „ჰამასის“ მძევლები არიან.
გარდა ამისა, შეტყობინებები მიიღეს იმ ოჯახებმაც, რომელთა წევრებიც, ცაჰალის ინფორმაციით, დატყვევებულები არ არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელი სამხედროები გამუდმებით ასკანირებენ ღაზის სექტორთან სასაზღვრო ზონას უგზო-უკვლოდ დაკარგული ისრაელელების ცხედრების მოსაძებნად. ამ დროისათვის ნაპოვნი ბევრი ცხედარი ჯერ კიდევ არ არის ამოცნობილი.