მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

AP: „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმისას ჩრდილოკორეული იარაღი გამოიყენა

© AP Photo / Hassan Eslaiah
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პალესტინურმა რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ჩრდილოკორეული იარაღი გამოიყენა, რასაც ის ვიდეომასალა და თავად იარაღი ადასტურებს, რომლებიც ცაჰალს ჩაუვარდა ხელში, იუწყება სააგენტო The Associated Press.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ვიდეო და ბრძოლის ველზე მოპოვებული აღჭურვილობა ჩრდილოკორეული იარაღის ორმა ექსპერტმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ „ჰამასმა“ თავდასხმისას რეაქტიული ყუმბარმტყორცნები F-7 გამოიყენა, რომლებითაც ბოევიკები, როგორც წესი, ჯავშანტექნიკას ანადგურებენ.
იარაღის ექსპერტების თქმით, აღნიშნული ყუმბარმტყორცნები ერთ ქობინს ისვრის, სწრაფად იტენება თავიდან და ამიტომ ფასდაუდებელი იარაღია პარტიზანებისთვის მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ.

„F-7-ები დაფიქსირდა სირიაში, ერაყში, ლიბანსა და ღაზის სექტორში. ჩრდილოეთ კორეა უკვე დიდი ხანია ეხმარება პალესტინურ ბოევიკურ დაჯგუფებებს“, — აღნიშნა კონსალტინგური კომპანია Armament Research Services-ის ექსპერტმა ჯენსენ ჯონსმა.

როგორც კომპანია Small Arms Survey-ს ექსპერტი მეტ შრედერი ამბობს, მანამდე „ჰამასმა“ თავისი წვრთნების ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებზეც შეიარაღებული მებრძოლები არიან აღბეჭდილი. იქვე ფიქსირდება ყუმბარმტყორცნები, რომლებსაც „ქობინზე F-7-სთვის დამახასიათებელი წითელი ზოლი და დიზაინის სხვა ელემენტები აქვს“.
აღსანიშნავია, რომ ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს „ჰამასისთვის“ საკუთარი იარაღის მიწოდებას და აცხადებს, რომ ეს აშშ ავრცელებს „უსაფუძვლო და ცრუ ხმებს“ იმის შესახებ, თითქოს „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმისას ჩრდილოკორეული იარაღი გამოიყენა.
ყველა ახალი ამბავი
0