https://sputnik-georgia.com/20231019/-lavrovi-kim-cen-ins-sexvda-283439078.html
ვიზიტი ფხენიანში: სერგეი ლავროვი კიმ ჩენ ინს შეხვდა
ვიზიტი ფხენიანში: სერგეი ლავროვი კიმ ჩენ ინს შეხვდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ფხენიანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, იუწყება რუსეთის საგარეო... 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T14:22+0400
2023-10-19T14:22+0400
2023-10-19T17:45+0400
რუსეთი
ჩრდილოეთი კორეა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი
კიმ ჩენ ინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283438828_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_089bfdbcb7d6361c57da2ece32fc2441.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ფხენიანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Telegram-არხზე.გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა, თუმცა, რაზე ისაუბრეს ლავროვმა და კიმმა, არ არის დაკონკრეტებული.ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ოთხშაბათს ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით. ბოლოს ის ფხენიანში 2018 წლის მაისის ბოლოს იმყოფებოდა, მანამდე კი ჩრდილოეთ კორეას 2009 და 2004 წლებში სტუმრობდა.საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, კიმ ჩენ ინს უახლოეს წარსულში, დაახლოებით ერთი თვის წინ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც შეხვდა. კიმი მაშინ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს ეწვია საკუთარი ჯავშანმატარებლით. უფრო ადრე, მიმდინარე წლის ივლისში ჩრდილოეთ კორეში იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც დელეგაციასთან ერთად ეწვია ქვეყანას კორეის ომის დამთავრებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე დასასწრებად.
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283438828_37:0:1174:853_1920x0_80_0_0_40d3e6a9e29e2db2012fa5b3a17e0613.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა, სერგეი ლავროვი, კიმ ჩენ ინი
რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა, სერგეი ლავროვი, კიმ ჩენ ინი
ვიზიტი ფხენიანში: სერგეი ლავროვი კიმ ჩენ ინს შეხვდა
14:22 19.10.2023 (განახლებულია: 17:45 19.10.2023) თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ფხენიანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
Telegram-არხზე. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა, თუმცა, რაზე ისაუბრეს ლავროვმა და კიმმა, არ არის დაკონკრეტებული.
ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ოთხშაბათს ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით. ბოლოს ის ფხენიანში 2018 წლის მაისის ბოლოს იმყოფებოდა, მანამდე კი ჩრდილოეთ კორეას 2009 და 2004 წლებში სტუმრობდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, კიმ ჩენ ინს უახლოეს წარსულში, დაახლოებით ერთი თვის წინ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც შეხვდა. კიმი მაშინ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს ეწვია საკუთარი ჯავშანმატარებლით.
უფრო ადრე, მიმდინარე წლის ივლისში ჩრდილოეთ კორეში იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც დელეგაციასთან ერთად ეწვია ქვეყანას კორეის ომის დამთავრებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე დასასწრებად.