რატომ არ უნდა უამბოთ სიზმრები სხვებს: საფრთხეები და რჩევები

© unsplash/Alexandra Gornუძილობა
უძილობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
ამბობენ, რომ ადამიანის ქვეცნობიერს არასდროს სძინავს, მუდამ აქტიურია და 24 საათის განმავლობაში „მუშაობს“.
როგორც ეზოტერიკოსები ირწმუნებიან, ძილის დროს მუშაობის პროცესში ქვეცნობიერი აცოცხლებს წარსულის სურათებს და ხატავს, ანუ წინასწარმეტყველებს მომავალს — სიზმრის სახით.
თუმცა, მათი თქმით, ისეც ხდება, რომ სიზმრად ნანახს არანაირი კავშირი არა აქვს ადამიანის წარსულთან, მის ისტორიასთან და, შესაბამისად, ის იმდენად უცნაურად ეჩვენება მას, რომ ერთი სული აქვს, ვინმეს უამბოს. ამ დროს კი, თურმე, სწორედ ასეთი სიზმრის მოყოლა არ შეიძლება, რადგან ამას შესაძლოა უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.
საქმე ისაა, რომ ეზოტერიკოსთა შორის გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სწორედ ასეთი, „უწარსულო“ სიზმრები გვაფრთხილებს რაღაც მნიშვნელოვანზე, რაც მომავალში უნდა მოხდეს.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქვემოთ დარგის ექპერტთა მოსაზრებებს გაგაცნობთ „არმოსაყოლი“ სიზმრების შესახებ.

რომელი სიზმრები არ უნდა მოუყვეთ სხვებს:

თუ უახლოეს მომავალში რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიება გელით და ღელავთ, შესაძლოა, განცდების ფონზე დაგესიზმროთ, რომ შუა ღონისძიებისას რაიმე კონფუზი დაგემართათ. თუ ამგვარ სიზმრებს „გაამხელთ“, გამორიცხული არ არის, ის მართლაც აგიხდეთ.
ასევე არ ღირს მოყვეთ ის სიზმრები, რომლებშიც რაღაც უსიმოვნო სიტუაციაში ჩნდებით. ხანდახან ასეთ სიზმრებს შიში ბადებს. მაგალითად, ვთქვათ, ადამიანი პირველ პაემანზე მიდის. რა თქმა უნდა, ის ამ დროს ძალიან ღელავს და სწორედ ამ ღელვის ფონზე შესაძლოა დაესიზმროს, რომ პაემანზე უსიამოვნება შეემთხვა. და თუ არ გინდათ, რომ ზმანება რეალობად გექცეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უამბოთ ის ვინმეს.
უკვე დამტკიცებულია, რომ ადამიანები იშვიათად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რომლებიც უახლოეს მომავალში მოსახდენზე გვაფრთხილებს. ასეთი სიზმრების ამოცნობა ძალიან რთულია, მაგრამ თუ მაინც მიხვდით, რომ ძილში ნანახი „სხვანაირია“, კატეგორიულად გეკრძალებათ მისი მოყოლა. ხოლო თუ ის იმდენად კაშკაშაა და უცნაური, რომ გულში ვერ იტევთ, ცოტა ხანს მაინც შეიკავეთ თავი, თუნდაც რამდენიმე დღე.

რატომ არ შეიძლება სიზმრის მოყოლა

ბევრმა არ იცის, რომ სიზმრის მოყოლა შესაძლოა სახიფათოც კი იყოს. თურმე, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომელი სიზმრის გამხელა გსურთ სხვისთვის, არამედ ის, თუ ვისთვის აპირებთ მის მოყოლას.
ეზოტერიკოსთა თქმით:
თუ სიზმარი რაღაც კარგს გპირდებათ, გირჩევთ ის მხოლოდ ისეთ ადამიანებს უამბოთ, რომელთა კეთილგანწყობაშიც დარწმუნებული ბრძანდებით (დედა, მამა, და, ძმა და ა.შ.). ეს იმიტომ, რომ ვიღაც შესაძლოა ნეგატიურად იყოს თქვენ მიმართ განწყობილი და კარგი სიზმარიც კი შეშურდეს თქვენი. მართალია, ამ შურით ვერაფერ ცუდს ვერ დაგიშავებთ, მაგრამ სიზმარი კი აღარ აგიხდებათ.
მთავარი, რის გამოც არ შეიძლება სიზმრის ნაკლებად ნაცნობი ადამიანებისთვის მოყოლა, ეს იმის გამო, რომ ხშირად სიზმარი ჩვენს ემოციურ მდგომარეობას ასახავს და ირგვლივ მყოფებს ჩვენს სუსტ მხარეებს აჩვენებს. მათ კი თავისუფლად შეუძლიათ, ეს ცოდნა ისევ ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.
ფსიქოლოგების მოსაზრება სიზმრების მოყოლა-არმოყოლის თაობაზე ფრიად განსხვავებულია. მათი ერთი ნაწილის აზრით, თუ ადამიანს იმდენად უნდა ძილში ნანახის სხვისთვის გაზიარება, რომ წვალობს კიდეც, მაშინ ჯობს ილაპარაკოს ამაზე; ხოლო თუ ხვდება, რომ გარკვეული სიზმარი მხოლოდ მის საიდუმლოს უნდა შეადგენდეს, დაე, გულში შეინახოს ის.

არჩევანის გაკეთება, თურმე, არც ისე ძნელი ყოფილა, ვინაიდან ასეთ დროს ადამიანში ფსიქოლოგიური ბარიერი ირთვება, რომელიც მას არ აძლევს უფლებას, გააკეთოს ის, რასაც შემდეგ ინანებს. ამიტომ კარგი იქნება, თუ შინაგან შეგრძნებებს, ინტუიციასაც მიუგდებთ ყურს.

დაბოლოს: თუ სიზმრის მოყოლის სურვილი გაწვალებთ, მაგრამ ხვდებით, რომ ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მსმენელად შეგიძლიათ ბუნების რომელიმე სტიქია აირჩიოთ – ნაკადული (მდინარე, წყარო...) ან ქარი.
ყველა ახალი ამბავი
0