პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 79 ხმით 4-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს, რაც მასმედიაში ტერორიზმისკენ მოწოდებისა და სიძულვილის გაღვივების შემცველი პროგრამების გავრცელებასთან დაკავშირებით ჯარიმებს ეხება, ნათქამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. კანონპროექტი დეპუტატების წინაშე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა.
მისი განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწას, სიძულვილის ენის შემცველი პროგრამებისა და რეკლამის გავრცელების აღკვეთას და ეფექტური მექანიზმის შექმნას.
ცვლილებების თანახმად, მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებენ.
ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი მათ დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2,5 ათასი ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა გაიზრდება.
„მაუწყებლობის შესახებ" მოქმედი კანონის 552 მუხლი ითვალისწინებს მედიამომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. მაგრამ ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0