მერია: იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც მერმა აღნიშნა, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა და გზის სავალ ნაწილზე ღამის საათებში გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდა.

„პროექტის ფარგლებში მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებულ მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო და თანამედროვე LED სანათები დამონტაჟდა. საჰაერო ქსელები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. მოწესრიგდა და განახლდა ტროტუარი", – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებულ თავისუფალ სივრცეში გზაგამყოფი გამწვანებული კუნძული გაკეთდა. ტერიტორიაზე 184 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო, 2 ათას კვ. მეტრ ფართობზე ბალახი დაითესა და სარწყავი სისტემა მოეწყო.
ყველა ახალი ამბავი
0