https://sputnik-georgia.com/20231018/maqinaciebi-agrokrediti-14-piris-mimarts-sisxlissamartlebrivi-devna-daiwyo-283400114.html
მაქინაციები აგროკრედიტთან დაკავშირებით: 14 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
მაქინაციები აგროკრედიტთან დაკავშირებით: 14 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Sputnik საქართველო
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით. 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T14:12+0400
2023-10-18T14:12+0400
2023-10-18T17:40+0400
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251162471_0:174:3021:1873_1920x0_80_0_0_ff0f7b7ab51df8adabdf0361f708781b.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 14 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2019-2022 წლებში „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან მიიღეს 1.421.000 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებასა და ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 182.854 ლარი, ხოლო საქმეზე ჩატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 293.469 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა, ნათქვამია ინფორმაციაში. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით მოქმედებდნენ. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251162471_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_6abc8e077cae1a98bc464b1fe2526ef5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
მაქინაციები აგროკრედიტთან დაკავშირებით: 14 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
14:12 18.10.2023 (განახლებულია: 17:40 18.10.2023) დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 14 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2019-2022 წლებში „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან მიიღეს 1.421.000 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებასა და ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას.
„დადგენილ იქნა, რომ… ბრალდებულების მიერ თანხები გამოყენებულ იქნა არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის… მათ მიერ დამზადებულ იქნა ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე კერძო აუდიტორების მიერ შედგენილ იქნა ყალბი დასკვნები კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 182.854 ლარი, ხოლო საქმეზე ჩატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 293.469 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა, ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით მოქმედებდნენ. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.