https://sputnik-georgia.com/20231018/kaladze-gmirta-moedani-srulad-unda-ganaxldes-283426792.html
კახა კალაძე: გმირთა მოედანი მთლიანად უნდა განახლდეს
კახა კალაძე: გმირთა მოედანი მთლიანად უნდა განახლდეს
Sputnik საქართველო
მოედნის განათება რამდენიმე ათეული წელია არ შეცვლილა, აღნიშნა მერმა. 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T21:23+0400
2023-10-18T21:23+0400
2023-10-18T22:23+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24826/09/248260971_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_cf1b53f41288df27474c25fabf9b130c.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გმირთა მოედნის განახლების სამუშაოების დაწყება დააანონსა.როგორც კალაძემ განმარტა, გმირთა მოედანზე საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების სისტემები თანამედროვე LED-სანათებით უნდა შეიცვალოს.მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქის მერიამ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განაახლა.გმირთა მოედანზე მდებარე 48 მეტრი სიმაღლის მემორიალური სვეტი 2010 წელს აიგო და ის 1918 წელს დაღუპული იუნკრების, 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა, 1992-93 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება.კალაძის თქმით, 2010 წლიდან მემორიალზე პერიოდულად გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24826/09/248260971_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_f84c6016356b30a6e3193ca50250e9b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კახა კალაძე: გმირთა მოედანი მთლიანად უნდა განახლდეს
21:23 18.10.2023 (განახლებულია: 22:23 18.10.2023) მოედნის განათება რამდენიმე ათეული წელია არ შეცვლილა, აღნიშნა მერმა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გმირთა მოედნის განახლების სამუშაოების დაწყება დააანონსა.
როგორც კალაძემ განმარტა, გმირთა მოედანზე საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების სისტემები თანამედროვე LED-სანათებით უნდა შეიცვალოს.
„აქ ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების ბოძები ყვითელი განათებებით, ჰაერში გადაჭიმული კაბელებით. აღნიშნული მოედანი მთლიანად განახლებას საჭიროებს. განათების სისტემები მოსაწესრიგებელია“, – განაცხადა კალაძემ.
მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქის მერიამ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განაახლა.
გმირთა მოედანზე მდებარე 48 მეტრი სიმაღლის მემორიალური სვეტი 2010 წელს აიგო და ის 1918 წელს დაღუპული იუნკრების, 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა, 1992-93 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება.
კალაძის თქმით, 2010 წლიდან მემორიალზე პერიოდულად გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა.