საქართველოს ნაკრების მეკარე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

© courtesy of Giorgi Mamardashviliგიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
„ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ციკლის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 7 ქულით მეოთხე ადგილი უკავია.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი გოლკიპერი მერვე რაუნდის საუკეთესო თერთმეტეულში სპორტულმა პორტალმა Sofascore-მა დაასახელა.
მიუხედავად კვიპროსთან გამართული მატჩის დიდი ანგარიშით მოგებისა (4:0), პორტალმა მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრების მხოლოდ ორ ფეხბურთელს – გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას მისცა – 8,1 ქულა.
აღნიშნული ქულა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მამარდაშვილს ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეკარის ადგილი დაეკავებინა. ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე კი დასახელდა უელსელი ჰარი უილსონი, რომლის თამაში 8,7 ქულით შეფასდა.
უილსონმა ხორვატიის ნაკრებთან მატჩში (2:1) გადამწყვეტი როლი შეასრულა.
საქართველოს ნაკრებმა კვიპროსთან მატჩი 15 ოქტომბერს გამართა, მეტოქის კარში გოლები გაიტანეს კვიტეიშვილმა, კვარაცხელიამ, მიქაუტაძემ და შენგელიამ.
„ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ციკლის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 7 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და მხოლოდ კვიპროსს (0) უსწრებს, წინ კი ესპანეთი (15), შოტლანდია (15) და ნორვეგია (10) არიან. ვილი სანიოლის გუნდი ნოემბერში ამ ჯგუფის ორ დასკვნით მატჩს ჩაატარებს: შოტლანდიასთან და ესპანეთთან.
ყველა ახალი ამბავი
0