ბოლნისში მერვეკლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა

© photo: Sputnik / Ygor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მერვეკლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
სამართალდამცველებმა გოგონას ადრეული ქორწინების შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც მან შვილი გააჩინა. 14 წლის გოგონას მშობიარობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ გაავრცელა.
„საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. აშკარაა, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ბავშვების დასაცავად", – განაცხადა გულმამედლიმ.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მერვე კლასის მოსწავლე დედა გახდა, „პლატფორმა - სამოქალაქო თანასწორობის“ თავმჯდომარემ სამირა ისმაილოვამაც დაადასტურა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის თაობაზე პოლიციამ გუშინ გაიგო, დღეს კი გამოძიება დაიწყო.
ისმაილოვას ინფორმაციით, გოგონა ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცეს. მომხდარ ფაქტზე შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ყველა ახალი ამბავი
0