https://sputnik-georgia.com/20231018/baideni-israels-mzime-kitxvebs-dausvams-283391020.html
კირბი: ბაიდენი ისრაელს მძიმე კითხვებს დაუსვამს
კირბი: ბაიდენი ისრაელს მძიმე კითხვებს დაუსვამს
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლის თვითმფრინავიც ისრაელში უახლოეს საათებში დაეშვება, ისრაელის ხელმძღვანელობას „მძიმე... 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T10:02+0400
2023-10-18T10:02+0400
2023-10-18T14:55+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
აშშ
ჯო ბაიდენი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/02/276338103_0:139:2661:1636_1920x0_80_0_0_2b5969f033690570268da9cf1475e275.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლის თვითმფრინავიც ისრაელში უახლოეს საათებში დაეშვება, ისრაელის ხელმძღვანელობას „მძიმე კითხვებს“ დაუსვამს, განუცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს ბაიდენის თვითმფრინავში.ამასთან კირბიმ არ დააკონკრეტა, სახელდობრ რა კითხვები იქნება ეს, მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციების გეგმებს შეეხება.როგორც ცნობილია, ისრაელი ახლო მომავალში ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას აპირებს. შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს ისრაელი, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ნება დართოს.გარდა ამისა, როგორც Times of Israel აღნიშნავს, შეერთებულ შტატებს სურს იცოდეს, რა გეგმები აქვს ისრაელს ღაზის სექტორის მომავალთან დაკავშირებით „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ.როგორც კირბიმ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის დროის მთავრობის წევრების გარდა, ჯო ბაიდენი ასევე შეხვდება 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეჭრის დროს დაღუპულთა და მძევლად აყვანილთა ნათესავებს.ისრაელის შემდეგ ბაიდენი იორდანიაში აპირებდა გამგზავრებას არაბი ლიდერების სამიტზე, მაგრამ ალ აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რასაც, ბოლო მონაცემებით, 800 ადამიანი ემსხვერპლა, იორდანიამ შეხვედრა გააუქმა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/02/276338103_148:0:2513:1774_1920x0_80_0_0_dd6d41d39d05c5a3a60d382d489a92d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , ჯო ბაიდენი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი, აშშ , ჯო ბაიდენი
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომლის თვითმფრინავიც ისრაელში უახლოეს საათებში დაეშვება, ისრაელის ხელმძღვანელობას „მძიმე კითხვებს“ დაუსვამს, განუცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს ბაიდენის თვითმფრინავში.
„ის აპირებს დასვას რამდენიმე მძიმე კითხვა. ის ამ კითხვებს დასვამს როგორც ისრაელის ნამდვილი მეგობარი, მაგრამ კითხვები მათთან ექნება“, − ციტირებენ მსოფლიო სააგენტოები კირბის.
ამასთან კირბიმ არ დააკონკრეტა, სახელდობრ რა კითხვები იქნება ეს, მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციების გეგმებს შეეხება.
როგორც ცნობილია, ისრაელი ახლო მომავალში ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას აპირებს. შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს ისრაელი, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ნება დართოს.
გარდა ამისა, როგორც Times of Israel აღნიშნავს, შეერთებულ შტატებს სურს იცოდეს, რა გეგმები აქვს ისრაელს ღაზის სექტორის მომავალთან დაკავშირებით „ჰამასის“ დამარცხების შემდეგ.
როგორც კირბიმ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის დროის მთავრობის წევრების გარდა, ჯო ბაიდენი ასევე შეხვდება 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეჭრის დროს დაღუპულთა და მძევლად აყვანილთა ნათესავებს.
ისრაელის შემდეგ ბაიდენი იორდანიაში აპირებდა გამგზავრებას არაბი ლიდერების სამიტზე, მაგრამ ალ აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რასაც, ბოლო მონაცემებით, 800 ადამიანი ემსხვერპლა, იორდანიამ შეხვედრა გააუქმა.